15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

22 მაისი, 2020 წ.

Liberkids - სერია, რომელიც 8-12 წლის ბავშვებისთვის აღმოჩენაა

Liberkids - სერია, რომელიც 8-12 წლის ბავშვებისთვის აღმოჩენაა

22 მაისი, 2020 წ.

საკუთარ ბავშვობას თუ გადახედავთ, ალბათ უმრავლესობას ეზოში თამაში ერჩივნა წიგნის კითხვას, ახლა კი ეზო თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა.

ასეთ დროს მშობელი ზრუნავს, რომ შვილს მხატვრული ლიტერატურა შეაყვაროს და იწყებს შესაბამისი წიგნის შერჩევას.

პირველ წიგნზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.  მნიშვნელოვანია, რომ წიგნი მაქსიმალურად ზუსტად შეეფერებოდეს ბავშვის ასაკს. სპეციალისტები, რომლებიც  საგამომცემლო  სფეროში საქმიანობენ, პერიოდულად, ადგენენ ნაწარმოებების ჩამონათვალს ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ლიბერქიდსი“,  რომელიც გამომცელობა “პალიტრა  L”- მა შექმნა და რომელშიც ყველა წიგნი შერჩეულია მაქსიმალური სიფრთხილით, დაკვირვებით, ასაკზე მორგებული. ეს სერია, მშობლებს, ფაქტობრივად, გამზადებულ სიას აწვდის, თუ რომელი წიგნებით უნდა დაიწყონ ბავშვებმა ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობა.

ამ სერიის მრავალფეროვანი არჩევანიდან კი დღეს გთავაზობთ სამ  ბესტსელერს, რომლებიც  8-12 წლის ასაკის ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობს:

 

შენონ ჰეილი - პრინცესების აკადემია

შონონ ჰეილი არის  „New-york Times“-ის  ერთ-ერთი გაყიდვადი ავტორი. ის ბავშვობიდან წერდა და ქმნიდა პატარა პიესებს. მან 10 წლიდან დაიწყო წერა და მეოთხე კლასში გადაწყვიტა, რომ სურდა ყოფილიყო მწერალი.  მისი წიგნები მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ყველაზე ცნობილია : „პრინცესების აკადემია“, რომელიც “New-york Times “-ის ყველაზე გაყიდვად წიგნების სიაშია.

„ეს ამბავი ერთ პატარა სოფელში დაიწყო – იმ დღეს, როდესაც ხმა გავრცელდა, მეფის ქურუმმა ბრძანა, მომავალი პრინცესა სწორედ ამ სოფელში ცხოვრობსო. ჰოდა, ახლა უფლისწულმა სოფლის გოგონებიდან უნდა აირჩიოს საცოლე. მანამდე კი მეფის დესპანმა მთაზე აკადემია დაარსა, სადაც თითოეული გოგონა ისწავლის, როგორ გახდეს პრინცესა. ვის გაუმართლებს? რომელს აირჩევს უფლისწული? ერთი შეხედვით თითქოს მარტივად გამოსაცნობია, მაგრამ მოულოდნელობა სწორედ იქ „ჩასაფრებულა“, სადაც არ ელით.“


დევიდ უოლიამსი - საძაგელი მამიდა

ეს დევიდ უილიამსის მეშვიდე წიგნია. საძაგელი მამიდა გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში გაიყიდა 50 000 ეგზემპლარი, ხოლო 4 კვირის შემდეგ ის გახდა წლის ბესტსელერი საბავშვო წიგნი. გამოირჩეოდა იმით, რომ საუკეთესო რეცენზიები მიიღო.  წიგნის გამოსვლის შემდეგ 2 წელიწადში დაიგეგმა თეატრალური ტურნე, რომელიც 2 წლის განმავლობაში არ კარგავდა აქტუალობას.

„მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით.თუ ის არ გაძლევს უფლებას, საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს, ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს, თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო? მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ადამიანი არასდროს არის მარტო და სიკეთეც ყოველთვის იმარჯვებს... „

წაიკითხე დევიდ უოლიამსის "საძაგელი მამიდა" და სტელასა და ჭვარტლასთან ერთად იბრძოლე ბოროტების დასამარცხებლად.

 

დევიდ ბედიელი - საოცნებო მშობლები

დევიდ ბედიელი ბრიტანელი კომიკოსია, რომანისტი და ტელეწამყვანი. ის მუდმივად იღებს მონაწილეობას შოუებში და არის პანელური დისკუსიების მუდმივი სტუმარი. ის დიდი ხანი მიშაობდა რობ ნიუმანთან ერთად და წერდნენ სცენარებს შოუებისთვის. ბადიელმა დაწერა 4 რომანი, ერთი საბავშვო, „საოცნებო მშობლები“, რომელმაც მოიპოვა LOLLIE  ჯილდო. (LOLLIE   გადაეცემათ, სასაცილო წიგნებს).

ამ წიგნში, 9 წლის ბიჭი, სახელად ბარი, მიდის მშობელთა სააგენტოში, სადაც მოცემულია 10 მიზეზი, რის გამოც მას არ მოსწონს მშობლები. მას ეძლევა 5-დღიანი  მშობლების საცდელი პაკეტი , რათა მან შეძლოს გადაწყვიტოს, რომელ მშობლებთან სურს მომავალში ცხოვრება. ის შემდეგ 5 დღეს ატარებს სხვადასხვა ოცნების მშობლებთან …

ბარი ამბობს: "მე მინდა მყავდეს უკეთესი მშობლები" და უცებ მთელი ოთახი რყევას იწყებს. ბარი ბენეტს თავისი სახელი სძულს. ეს მეორე პუნქტია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილია, რას უწუნებს მშობლებს. სულ კი ათი მიზეზი აქვს, რატომაც უკეთეს დედ-მამაზე ოცნებობს. თუმცა, ისეთი სამყაროც არსებობს, სადაც პატარების მშობლებს თვითონ ირჩევენ. ამ სამყაროში მოხვედრა ბარისთვის სანუკვარი ოცნების ახდენას ნიშნავს. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...