15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

06 მაისი, 2020 წ.

ფაზლებიანი წიგნები, რომლითაც ბავშვი სამყაროს თამაშით შეიმეცნებს

ფაზლებიანი წიგნები, რომლითაც ბავშვი სამყაროს თამაშით შეიმეცნებს

06 მაისი, 2020 წ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ფორმით მივაწვდით ბავშვებს ინფორმაციას. წიგნთან ურთიერთობა მისთვის სასიამოვნო უნდა იყოს, ცოდნას კი ცნობისმოყვარეობითა და ხალისით იძენდეს. ასე, წიგნა უფრო დაუმეგობრდება და მიღებული ინფორმაციაც დაამახსოვრება.

გთავაზობთ ფაზლებიან წიგნებს სერიიდან „შეიმეცნე სამყარო“, რომლითაც ბავშვები ცოდნას თამაშით მიიღებენ:

საქართველოს ატლასი

ამ  წიგნით ბავშვი საქართველოს მთასა და ბარში იმოგზაურებს, გაეცნობა საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებსა და ფერადი ფაზლებით ააწყობს მის სხვდასხვა კუთხეს.

მსოფლიო ატლასი

მსოფლიოს ყველა კონტინენტის ფაზლებით ასაწყობი რუკა. ბავშვები ამ წიგნის დახმარებით, მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებენ, ფაზლებით ააწყობენ სხვადასხვა კონტინენტს და თამაშით გაეცნობიან მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებს.

დიდი მხატვრები და მათი შედევრები

ამ წიგნის მეშვეობით ბავშვი 6 დიდ მხატვარს გაიცნობს და შეძლებს, საკუთარი ხელით ააწყოს მათი შედევრები.

გამოგონებები

აქ კი იგი ფაზლებით ააწყობს მსოფლიოს უდიდეს გამოგინებებს და საინტერესო ამბებსაც გაეცნობა მათ შესახებ.