15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

06 მაისი, 2020 წ.

მსოფლიოს საუკეთესო ზღაპრები და იგავები

მსოფლიოს საუკეთესო ზღაპრები და იგავები

06 მაისი, 2020 წ.
ზღაპრებსა და იგავებს კეთილი და გონივრული დასასრული აქვთ და ბავშვებს განსჯის უნარს, კარგისა და ცუდის გარჩევას ასწავლის.

 

მსოფლიოს საუკეთესო მეზღაპრეებისა და მეიგავეების შემოქმედებაზე თაობები აღიზარდნენ. პატარა ასაკში, ჯერ მშობლები უკითხავენ საინტერესო ამბებს, ოდნავ მოგვიანებით კი, ამას თავადაც ახერხებენ და წიგნს, ზღაპრებისა და იგავების დახმარებით, უფრო მეტად უმეგობრდებიან; პერსონაჟების გამოცდილება და ბრძნული ამბები გონებაში ილექება და მათ პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა, რომელიც ამ სიბრძნეს აერთიანებს, მიმზდიველიც იყოს. ილუსტრაციები ბავშვების ფანტაზიის უნარს კიდევ უფრო ზრდის და ავითარებს.

ეზოპეს 200 იგავი

ეს იგავ-არაკები ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებს მოუსმენიათ. ამ წიგნში საინტერესოდ მოთხრობილი ბრძნული ისტორიები, რომლებიც რჩევა-დარიგებით მთავრდება, შესანიშნავი  ილუსტრაციებითაა გაცოცხლებული.

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები

ეს ფერადი წიგნი სამასი წლის წინ შექმნილი ქარაგმული ამბების ჯადოსნური სკივრია. მასში თავმოყრილი იგავები, მწერლის თხრობის სტილის შეუცვლელად, გულდასმით დამუშავდა, რომ ბავშვისთვის გასაგები ყოფილიყო. აქ ისინი შეხვდებიან დასამახსოვრებელ პერსონაჟებს: მართალ მებაღეს, ვირისგან დაშინებულ ვეფხვს, ხარბ გლახაკს, გამოუსწორებელ ავსიტყვას, სიკვდილთან მებრძოლ მეფეს, ქურდ მკერავს, უსამართლო შირვან-შაჰს, ჭკვიან კუს, სოფლის მკვეხარა მშენებელს...ეს წიგნი გვაჩვენებს როგორ ამარცხებს ბოროტს კეთილი.

შარლ პერო - ზრაპრები

ეს მშვენიერი, საუცხოოდ ილუსტრირებული წიგნი, ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი პერსონაჟებით, პატარებს შარლ პეროს უკვდავ და განსაცვიფრებელ ზღაპრებში ამოგზაურებს.

ძმები გრიმები - ზღაპრები

ეს  მშვენიერი, ილუსტრირებული წიგნი კი ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი პერსონაჟებით, პატარებს ძმები გრიმების უკვდავი ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.