15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

16 აპრილი, 2020 წ.

ტოპ 5 წიგნი თინეიჯერებისთვის

ტოპ 5 წიგნი თინეიჯერებისთვის

16 აპრილი, 2020 წ.
წიგ­ნე­ბის კი­თხვა რომ კარ­გია, ყვე­ლამ ვი­ცით. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს რომ სახ­ლში ყოფ­ნა გვი­წევს და ისიც არ ვი­ცით, რამ­დე­ნი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა ასე, ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაც ყვე­ლამ კარ­გად გა­ვი­აზ­რეთ და ალ­ბათ, უკვე მო­ვი­ფიქ­რეთ ის სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბიც, რო­მე­ლიც სახ­ლში დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში კი­თხვა ერთ–ერთი სა­უ­კე­თე­სოა მათ შო­რის, რაც სახ­ლში შეგ­ვიძ­ლია ვა­კე­თოთ. მეც­ნი­ე­რუ­ლად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ კი­თხვა მრა­ვალ­მხრივ სა­სარ­გებ­ლო პრო­ცე­სია. Businessinsider წერს, რომ კი­თხვის დროს არა მხო­ლოდ მეხ­სი­ე­რე­ბას ვი­უმ­ჯო­ბე­სებთ, არა­მედ მეტი ემ­პა­თი­ი­თა და პო­ზი­ტი­ვით ვივ­სე­ბით

იმისათვის რომ, თინეიჯერებს გაგიმარტივოთ წიგნების შერჩევის პროცესი, გთავაზობთ თქვენი თაობის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების Top 5-ეულს.

ამ წიგნების წაკითხვისას აუცილებლად გადაინაცვლებთ სხვა სამყაროში, გაიხალისებთ თვითიზოლაციას და აღმოაჩენთ ახალ თავგადასავლებს.

მარკუს ზუზაკის ,,წიგნების ქურდი".

mshoblebi


ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.


გეილ ფორმანის "თუ დავრჩები".

mshoblebi


მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან, თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა.თებერვლის ერთ დილას მია ოჯახთან ერთად მანქანითგაემგზავრა, ავარიაში მოყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი:რა მოხდება, თუ მია იცოცხლებს, თუ დარჩება?

ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი".

mshoblebi

"თუ არ გეშინია, ესე იგი, შენ არ ხარ ადამიანი. ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება. კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია.

მედლინ რუს "საგიჟეთი".

mshoblebi


ეს სახლი ქვით ააშენეს, პირქუში მთებიდან ამოცლილი რუხი ქვით. ეს იყო სახლი მათთვის, ვინც ვერ ზრუნავდა საკუთარ თავზე, ვისაც ხმები ესმოდა, უცნაური აზრები ჰქონდა და უცნაურ რამეებს სჩადიოდა. სახლს ასეთები უნდა შეეფარებინა. ერთხელ აქ მოსულები, აღარასოდეს მიდიოდნენ.

ჯორჯ რ.რ მარტინის "ყინულის დრაკონი".

mshoblebi


ყინულის დრაკონის ძალასა და დიდებულებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს.უხსოვარი დროიდან მოყოლებული,ვერავინ შეძლო მისი მოთვინიერება.ყველა ემალება მის რისხვას,ყველას ზარავს მისი დანახვა!მხოლოდ ერთი პატარა გოგონა ელოდება მოუთმენლად ურჩხულთან შეხვედრას,ეს ადარაა,იმ სოფლის მკვიდრი,რომელიც დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით იფარება...