15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

14 აპრილი, 2020 წ.

როგორ დავამარცხოთ მარტოობით გამოწვეული გაღიზიანება და დავიწყოთ წერა

როგორ დავამარცხოთ მარტოობით გამოწვეული გაღიზიანება და დავიწყოთ წერა

14 აპრილი, 2020 წ.

იზოლაციის დროს, თავის გასართობად და დროის პროდუქტიულად გასატარებლად, თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ზოგიერთმა ახალი ავტორების გაცნობა გადაწყვიტა, ზოგიც საყვარელ სერიალს ჩაუჯდა, ზოგმაც ვარჯიში დაიწყო სახლის პირობებში ან კულინარიაში გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები.

ზოგი კი ალბათ, ფიქრობთ, რომ შესანიშნავი დროა, იმ წიგნის დასასრულებლად, რომლის წერაც უკვე დაიწყეთ და დროის დეფიციტის გამო, დღემდე ვერ დაასრულეთ.

მართალი ხართ, ახლა წერისთვის საუკეთესო დროა! მით უმეტეს, რომ ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“, რომელზეც განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 1-ელ მაისამდე გასტანს, გაძლევთ შესაძლებლობას, აისრულოთ ოცნება და საკუთარი რომანი წიგნის სახით იხილოთ.

ჩვენ კი სიამოვნებით მოგცემთ რამდენიმე სასარგებლო მითითებას იმის შესახებ, თუ როგორ დავამარცხოთ მარტოობით გამოწვეული გაღიზიანება და დავიწყოთ წერა:


Life Writing with Rosemary Stevens (fully booked) – Centre for Stories

გამოიყენე ე.წ. „პოსტ“ ჩანაწერები: ეს არის ხერხი, რომელსაც ხშირად მიმართავენ სცენარისტები პერსონაჟებისა და სიუჟეტური ხაზის შესაქმნელად. ეს ხერხი განსაკუთრებით მაშინაა სასარგებლო, როცა საქმე ეხება ნაწარმოების პერსონაჟებს. ჩამოთვალეთ მათი თვისებები და მახასიათლებლები (ფიზიკური და პერსონალური) და აღარ ჰკითხავთ საკუთარ თავს: ნეტავ, როგორ მოიქცევა მარიამი, თუ დათოს პერსონაჟი ხელს სთხოვს/ შუბლზე იარაღს დაადებს/დაშორდება... თქვენ აღმოაჩენთ, რომ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ მჭიდრო სტრუქტურის შენარჩუნებაში.

იკითხე, იკითხე, იკითხე! ბევრი ავტორი ფიქრობს მხოლოდ წერაზე და ავიწყდება კითხვა. სხვა მწერლების ნამუშევრების კითხვა - მათ შორის, ისეთების, რომლებიც არ მოგწონთ -მნიშვნელოვანი „კვლევაა“ ნებისმიერი ავტორისთვის. ამ დროს, თქვენ შეარჩევთ,  ისეთ ტექნიკასა და სტილს, რაც წაგადგებათ წერის დროს. ეს, ასევე, შესაძლოა დაგეხმაროთ გრამატიკული თვალსაზრისით.

წაიკითხეთ ხმამაღლა! წაიკითხეთ თქვენი ნაწერი, წაუკითხეთ ვინმეს, ან თუნდაც საკუთარ თავს, ოღონდ ხმამაღლა. ეს დაგეხმარებათ ტემპის შენარჩუნებასა და პუნქტუაციაში, ასევე დრამისა და დაძაბულობის შემოტანაში და ზოგადად, სიუჟეტის საინტერესოდ განვითარებაში. ასევე, კარგი მეთოდია დიალოგების შესამოწმებლად - ავთენტურად ჟღერს, არის ის, რასაც იტყოდა  თქვენი პერსონაჟი, პირობითად, გიორგი და როგორ იტყოდა?

წერისთვის არასწორი გზა არ არსებობს! იპოვეთ ის გზა, რომელიც თქვენთვის არის ყველაზე მეტად ავთენტური. როდის უნდა ვწეროთ, როგორ უნდა ვწეროთ, მოკლე ნაპერწკლები თუ გრძელი სლოგანები, სიტყვების რაოდენობა, ჩაი თუ ყავა, მუსიკის თანხლებითა თუ სიჩუმეში და ა.შ. უბრალოდ, დაიწყეთ წერა!

ნუ დააყოვნებთ! ჩართეთ ლეპტოპი ან აიღეთ ფურცელი და დაიწყეთ წერა. იმ ძალისხმევის სანაგვე ყუთში მოსროლას ყოველთვის შეძლებთ, რომელიც წერაზე დახარჯეთ, თუმცა, რადგან სწორედ თქვენ შექმენით ეს სიტყვები, ვინ იცის სადამდე შეიძლება მიგიყვანოთ ამ ამბავმა.