15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

08 აპრილი, 2020 წ.

20 აპრილს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, პავლე მოციქულის ეპისტოლენი გამოიცემა

20 აპრილს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, პავლე მოციქულის ეპისტოლენი გამოიცემა

08 აპრილი, 2020 წ.

20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გამომცემლობა „პალიტრა L-მა“, ტრადიციულად, გადაწყვიტა განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოს მკითხველს და პავლე მოციქულის ეპისტოლენი გამოსცეს.

პავლე მოციქულის ეპისტოლენი - ეს არის ახალი აღთქმის მნიშვნელოვანი ნაწილი; ქრისტეს მოძღვრების სიღრმისეული განმარტება - 14 წერილი ქრისტიანობის უკეთ გასაგებად.

წიგნი დაბეჭდილია სპეციალურ ქაღალდზე, გაფორმებულია ოქროს გრავირებით, ჩასმულია ელვაშესაკრავიან, თერმულად დამუშავებული ტყავის ჩანთა-ყდაში.

შექმნილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

წიგნი ხელმისაწვდომი იქნება გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, პრესის გავრცელების წერტილებში. სპეციალური ფასი -11.50 ლარი, გაზეთთან ერთად -13 ლარი.