15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

31 მარტი, 2020 წ.

რა გვაერთიანებს?

რა გვაერთიანებს?

31 მარტი, 2020 წ.

დიდი ხნის განმავლობაში თავისუფალი დრო და მისი ნაკლებობა ალბათ რაღაცების „არ გაკეთების“ საბაბების სიაში პირველ ადგილას მეყენა. ყოველთვის ვწუწუნებდი ხოლმე, რომ საკმარისი დრო არ მქონდა მშვიდად კითხვისთვის და რომ ეს საქმე მხოლოდ პროფესიულ მოვალეობად მექცა.  არც ფილმებისა და სერიალებისთვის მრჩებოდა ხოლმე საკმარისი დრო და ახლა, მეც ისევე, როგორც ყველა, სახლში ვზივარ, ჩემს საყვარელ ბიბლიოთეკასა და ლეპტოპთან ერთად. პიჟამოებზე შემოცმული ხალათის გარდა, ბოლოს რა მეცვა აღარც კი მახსოვს. მოკლედ, თავისუფალი დროის არ ქონას ნამდვილად არ ვუჩივი.



palitraL

ხო, მე ანა ვარ. პალიტრა L-ის პროექტების მენეჯერი. დისტანციურად ვმუშაობ. 6 საათის შემდეგ კი, ჩემს პინგვინებიან პლედში ვეხვევი და ხან ვკითხულობ, ხან მუსიკას ვუსმენ, ხანაც სერიალებს ვუყურებ.

გიზიარებთ ჩემს სიას:

წიგნები:

ლურჯი ოკეანე • Blue Ocean-ს ფოტო.

რეიჩელ ჰოლის "გონს მოეგე, დაო"
უილიამ სტაირონის "სოფის არჩევანი"
ქეთრინ რაიან ჰაიდის "გადაუხადე სხვას"

სერიალები:

The Friends reunion is officially on - CNET


Friends-ის ყურება არასდროს მბეზრდება. Sitcom-ებს აქვს ერთი ეგეთ თვისება, არანორმალურად გიყვარდებიან პერსონაჟები და მათთან ერთად ცხოვრებას იწყებ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისაა ხოლმე, რომ იმდენად ახლოსაა რეალობასთან, იმდენად ხელშესახებია ყველაფერი, უამრავ რამეზე გაფიქრებს. საკუთარ თავს უკეთ გაცნობს. ჩემს გამოცემულ წიგნებს რომ ახსენებენ ხოლმე პერსონაჟები, ეგ კიდევ ერთი ბედნიერებაა. ახლა ხელახლა ყურებისას წიგნების სიას ვიწერდი: სტივენ კინგის „ნათება“, „სოფის არჩევანი“ და კიდევ ერთი, ჩემთვის არანაკლებ საყვარელი წიგნი „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ ახსენეს.

sex education
Friends

მუსიკა:

Bright Eyes shares new single
მუსიკაში ძალიან სტერეოტიპულ გოგოშკურ-დეპრესიული ვარ. რამე ახალ და კარგ სიმღერას თუ აღმოვაჩენ, ჩახვევა ვიცი ხოლმე, ხოდა გიზიარებთ ჩემი აკვიატებული სიმღერების სიასაც:

Bright Eyes - Persona Non Grata
The National – Oblivions
Rhye - The Fall