15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

13 მარტი, 2020 წ.

მსოფლიოს ბესტსელერი „ასასინის შეგირდი“ ქართულ ენაზე

მსოფლიოს ბესტსელერი „ასასინის შეგირდი“ ქართულ ენაზე

13 მარტი, 2020 წ.

ეს არის ნამ­დვი­ლი ფენ­ტე­ზი... რო­ბინ ჰო­ბის წიგ­ნე­ბი ბრი­ლი­ან­ტე­ბია ცირ­კო­ნე­ბის ზღვა­ში - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ რო­ბინ ჰო­ბის რო­მანს „ას­ა­სი­ნის შე­გირ­დი“. წიგნს, რო­მე­ლიც 25 ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდე­ბის საყ­ვა­რე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, „პა­ლიტ­რა L-მა” ქარ­თულ ენა­ზე გა­მოს­ცა.


ჟრუ­ან­ტე­ლის მომ­გვრელ ნის­ლი­ან სა­ღა­მოს, კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში უც­ნობ­მა მო­ხუც­მა სა­სახ­ლის კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა, ერ­თი­ა­ნად­გა­ლუმ­პუ­ლი წლის ბიჭი მცველს ჩა­ა­ბა­რა და უთხრა: „თქვე­ნი ­მო­მა­ვა­ლი მე­ფის, რა­ინ­დის ნა­ბიჭ­ვა­რია. ახლა თქვენ მი­ხე­დეთ.“


palitraL


და შეძრწუნ­და შორ­სმჭვრე­ტელ­თა მთე­ლი დი­ნას­ტია _შე­საძ­ლ ო­ა­ერთ დღე­საც ტახ­ტი უფ­ლის­წუ­ლის უკა­ნო­ნო ვაჟს ერ­გოს?! ამას ვერ­და­უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ მემ­კვიდ­რეს ვერც სა­სახ­ლი­დან გა­ა­ძე­ვე­ბენ. და ბიჭი, სა­ხე­ლად ფიცი, სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბას იწყებს. ერ­თა­დერ­თი­ნუ­გე­ში ცხო­ვე­ლებ­თან ჯა­დოს­ნუ­რი კავ­ში­რის უნა­რი, შნოა. თუმ­ცა­სა­მე­ფო ოჯა­ხი მის­გან უფრო მეტს ითხოვს: ბრძო­ლა­ში­და­ხე­ლოვ­ნე­ბას, დახ­ვე­წილ ქცე­ვას და რაც მთა­ვა­რია: სა­მე­ფო ტახ­ტი­სუ­კა­ნო­ნო მემ­კვიდ­რე სა­ი­დუმ­ლო მკვლე­ლი, ას­ა­სი­ნი, უნდა გახ­დეს...“

ეს კი თა­ვად ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც მკი­თხველს სხვა სამ­ყა­რო­ში შე­იყ­ვანს და სა­ო­ცარ ფენ­ტე­ზი­ში ამოგ­ზა­უ­რებს.



Image result for robin hobb

 

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს სწო­რედ ფენ­ტე­ზი იკა­ვებს, რო­ბინ ჰო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ას არ თმობს. რო­ბინ ჰობი ეპი­კუ­რი ფენ­ტე­ზის ჟან­რის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ქა­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ რო­ბინ ჰობი არის მარ­გა­რეტ ას­ტრიდ ლინდჰოლმ ოგ­დე­ნის ფსევ­დო­ნი­მი, რო­მელ­საც იგი იყე­ნებ­და ფენ­ტე­ზის ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წე­რი­სას. ფსევ­დო­ნი­მი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა 1995 წელს.



Image result for robin hobb quote

თა­ვად მწე­რა­ლი კი 1952 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და და ალას­კა­ზე გა­ი­ზარ­და, სა­დაც ის­წავ­ლა მგლის ლეკ­ვის აღ­ზრდა, ფუ­რირ­მის გა­ტყა­ვე­ბა და ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში თა­ვის გა­ტა­ნა. როცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცო­ლად მე­თევ­ზეს გაჰ­ყვა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ექვს თვეს ქა­შაყ­სა და კო­დი­ა­კის ორა­გულ­ზე თევ­ზა­ო­ბა­ში ატა­რებ­და, მთე­ლი ეს ცოდ­ნა გა­მო­ად­გა.ჰობი ზრუ­ნავ­და ოჯახ­ზე, უვ­ლი­და კარ-მი­და­მოს, შო­რე­ულ თე­მებ­ში ფოს­ტას არი­გებ­და და ამა­ვე დროს მო­თხრო­ბებ­სა და ნო­ვე­ლებს წერ­და. ამ­ჟა­მადმწე­რა­ლი ვა­შინგტო­ნის შტა­ტის ქა­ლაქ ტა­კო­მა­ში ცხოვ­რობს.

ქარ­თულ ენა­ზე "ას­ა­სი­ნის შე­გირ­დი" ანა ჭი­ჭი­ნა­ძემ თარ­გმნა, მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სროვ­რე­ბე­ლი ყდის დი­ზა­ი­ნი კი მხატ­ვარ ნინო ბო­სი­კაშ­ვილს ეკუთ­ვნის. წიგ­ნი სე­რია „პორ­ტა­ლის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. ეს არის გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რია, რო­მე­ლიც ფენ­ტე­ზის ჟან­რის ბესტსე­ლე­რებს აერ­თი­ა­ნებს. „ას­ა­სი­ნის შე­გირ­დი“ კი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ებ­ზე უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.