15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

10 მარტი, 2020 წ.

"გარდასულები" - თქვენს თაროზე "გარდასული" წიგნი

"გარდასულები" - თქვენს თაროზე "გარდასული" წიგნი

10 მარტი, 2020 წ.

"ტრან­სმუ­ტა­ცია" და "გარ­და­სუ­ლე­ბი" _ ამ ორ წიგნს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის არას­ტან­დარ­ტუ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ხედ­ვა და თხრო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი აერ­თი­ა­ნებს. მწერ­ლის ინ­ტერ­ვი­უს წა­კი­თხვის დროს, ამა­ში თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბით და თუ აქამ­დე არ იც­ნობ­დით მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გმი­რებს, ახლა აუ­ცი­ლებ­ლად გა­გიჩ­ნდე­ბათ მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბის სურ­ვი­ლი, ზო­გი­ერთ მათ­გან­ში სა­კუ­თარ თავ­საც ამო­იც­ნობთ და ბევრ რა­მე­ზეც და­ფიქ­რდე­ბით...

პრო­ფე­სი­ით ლი­ტე­რა­ტო­რი იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა ელის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. რო­მა­ნით "ტრან­სმუ­ტა­ცია" იგი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "ლი­ტე­რას" ლა­უ­რე­ა­ტიც გახ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში _ "2018 წლის სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი".

"გარ­და­სუ­ლე­ბი" ავ­ტო­რის ახა­ლი წიგ­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი მის მიერ შექ­მნი­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

იაგო თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს:

_ ჩემი მე­ო­რე წიგ­ნი _ „გარ­და­სუ­ლე­ბი“ სულ ახ­ლა­ხანს გა­მო­ვე­ცი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა უკვე მოჰ­ყვა. მა­გა­ლი­თად, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­მა, შე­სა­ნიშ­ნავ­მა ლი­ტე­რა­ტორ­მა და გერ­მა­ნის­ტმა, ლე­ვან ცა­გა­რელ­მა ასე­თი რამ თქვა: „გარ­და­სუ­ლე­ბი“ ნამ­დვი­ლი ტექ­სტია, სა­ხელ­და­ხე­ლოდ შე­თხზუ­ლი ენობ­რი­ვი ქსო­ვი­ლია, რო­მელ­შიც ყვე­ლა ეპი­ზო­დი, ყვე­ლა ად­გი­ლი, ყვე­ლა მოქ­მე­დი პირი, ყვე­ლა მო­ტი­ვი, ყვე­ლა თემა მი­ზეზ­შე­დე­გობ­რი­ვა­დაა ერ­თმა­ნეთ­თან გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლად, თით­ქმის შე­უმ­ჩნევ­ლად, ელიფ­სუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის ოს­ტა­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი ისე, რომ მკი­თხველს თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს, თით­ქოს რამ­დე­ნი­მე და­მო­უ­კი­დე­ბელ მო­თხრო­ბას­თან აქვს საქ­მე. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ყვე­ლა ეპი­ზო­დი ერ­თი­ა­ნი კონ­სტრუქ­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ამ კონ­სტრუქ­ცი­ის ფო­კუს­ში მოქ­ცე­უ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე უფრო ქვე­და, სუ­ბალ­ტერ­ნუ­ლი, ხმის არმ­ქო­ნე და უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი, ვი­თომ არარ­სე­ბუ­ლი ფე­ნის უჩი­ნა­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი _ ტაქ­სის­ტე­ბი, მზა­რე­უ­ლე­ბი, ფერ­მე­რე­ბი, ლო­თე­ბი, თაღ­ლი­თე­ბი, მა­ჩან­ჩა­ლე­ბი, მიყ­რუ­ე­ბულ სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ხუ­ცე­ბი, მიგ­რან­ტი მუ­შა­კე­ბი, ფსი­ქი­კუ­რად სა­მუ­და­მოდ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი...“ ფი­ლო­სო­ფოს­მა გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძემ კი ჩემს მო­თხრო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­ნიშ­ნა: „ესაა ქვეს­კნე­ლუ­რი თხზუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე გვე­სა­უბ­რე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ზე“.

მარ­თლაც, „გარ­და­სუ­ლე­ბი“ მრის­ხა­ნე ტექ­სტია. აქ ვერ ნა­ხავთ თი­თი­დან გა­მო­წო­ვილ თე­მებს. არც ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლი­დან იყუ­რე­ბი­ან გმი­რე­ბი და არც გა­მო­გო­ნილ პრობ­ლე­მებ­ზე მოგ­ვი­თხრო­ბენ. სამი მო­თხრო­ბაა, ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­ზა­რა­ვი ამ­ბით, რომ­ლის წა­სა­კი­თხა­დაც მკი­თხველს დიდი გამ­ბე­და­ო­ბა მარ­თებს.

_ რო­გორ და­ი­წე­რა „გარ­და­სუ­ლე­ბი“?

_ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ და­ვი­წყე. ვწერ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­ზე­თებ­ში ვაქ­ვეყ­ნებ­დი. გარ­და ტექ­სტი­სა, ილუსტრა­ცი­ებ­ზეც მე ვი­მუ­შა­ვე. ამას­თან, წიგ­ნის გა­რეყდა­ზე ჩე­მი­ვე ნა­ხა­ტია და­ტა­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად გად­მოს­ცემს წიგ­ნის არსს. აქვე, მინ­და ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო წიგ­ნის სარ­ჩევ­ზე. იცით, რო­გო­რია? ორი­გი­ნა­ლუ­რი, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მე­ეჭ­ვე­ბა, სად­მე ნა­ხოთ მსგავ­სი. აი, რო­დე­საც წიგნს გა­დაშ­ლით, ამა­ში თქვენც და­მერ­წმუ­ნე­ბით.

palitraL

_ რას და­ი­ნა­ხავს, რას გა­ი­გებს მკი­თხვე­ლი თქვე­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან?

_ ზო­გა­დად, ტექ­სტი, რო­გორც ასე­თი, პრე­ტენ­ზი­უ­ლი რა­მაა. ხან­და­ხან ღმერ­თსაც კი ვამ­სგავ­სებ ხოლ­მე. ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხე­დავს და აღიქ­ვამს ტექსტს, ისე­ვე რო­გორც ღმერ­თს და მოკ­ლედ, ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის ნე­ბის­მი­ე­რი ერთი ტექ­სტის, ამი­ტომ რთუ­ლია ვთქვა, ვინ რას და­ი­ნა­ხავს. მაგ­რამ, ერთი კია, მინ­და მკი­თხველს ვაჩ­ვე­ნო, თუ სად ვცხოვ­რობთ, რა პი­რო­ბებ­ში გვი­წევს არ­სე­ბო­ბა. „გარ­და­სუ­ლე­ბი“ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერ­თგვა­რი, ოღონდ, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დი­აგ­ნო­ზია. მი­თხრეს, სან­დო დი­აგ­ნო­ზი­აო, მკაც­რი, თუმ­ცა, უდა­ვოო, სევ­დი­ა­ნი, მაგ­რამ არა პა­თე­ტი­კუ­რიო. ერთი სი­ტყვით, მკი­თხველს ისეთ სა­ქარ­თვე­ლოს ვაჩ­ვე­ნებ, თან ისე­თი კუ­თხით, რომ შე­საძ­ლოა, ამა­ზე აქამ­დე არც და­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყო. ოღონდ, მთა­ვა­რია მენ­დონ. ნდო­ბა _ ეს ისე­თი რა­მაა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა არ­სე­ბობ­დეს წიგ­ნის გა­დაშ­ლამ­დე. თუ ავ­ტორს, ავ­ტორს კი არა _ მწე­რალს არ ენ­დო­ბი, მა­შინ, მგო­ნი, არც კი ღირს წიგ­ნის წა­კი­თხვა. მწე­რალს ბო­ლომ­დე უნდა მიჰ­ყვე, ბოლო აბ­ზა­ცამ­დე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყო გან­სჯა.

_ ძი­რი­თა­დად, რა ასა­კი­საა მკი­თხვე­ლი?

_ კარ­გი შე­კი­თხვაა. „ტრან­სმუ­ტა­ცი­ის“ წა­კი­თხვა 14, 15, 16 წლის ბავ­შებ­მაც სცა­დეს, მაგ­რამ, რა­ო­დე­ნაც სამ­წუ­ხა­რო არ უნდა იყოს, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ. რა ვქნა, ვერ გა­მოვ­დე­ქი სა­ბავ­შვო მწერ­ლად. არც მო­მე­ტე­ბუ­ლი რო­მან­ტიზ­მი მა­ხა­სი­ა­თებს. იმი­ტომ ვწერ, რომ ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი არ შე­მიძ­ლია. იმი­ტო­მაც ვწერ, რომ ჩემი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­რო და­ვა­ნახ­ვო სხვებს, ანუ, ჩემი სამ­ყა­რო მინ­და რომ გა­ვა­ზი­ა­რო. და რაზე ვწერ? ბევრ რა­მე­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, თა­ნად­რო­უ­ლო­ბის ერთ-ერთ მძი­მე სენ­ზე _ გულ­გრი­ლო­ბა­ზე, და­უნ­დობ­ლო­ბა­ზე, თა­ნა­უგ­რძნობ­ლო­ბა­ზე და არარ­სე­ბულ თა­ნა­გან­ცდა­ზე. აქვე, ვი­სარ­გებ­ლებ მო­ცე­მუ­ლო­ბით და „რო­მა­ნის“, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას: ალ­ბათ გამ­კი­ცხა­ვენ და იტყვი­ან, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რა­საა, რომ გვიხ­სნიო, მაგ­რამ არა. ძა­ლი­ან ბევ­რმა არ იცის რო­მა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა და რა­ტომ­ღაც, ფიქ­რო­ბენ, რომ რო­მა­ნი მა­ინ­ცა­და­მა­ინც სიყ­ვა­რულ­ზე მო­თხრო­ბილ, მტლა-მტლუ­შის, ჩა­ხუ­ტე­ბე­ბი­სა და გა­ბუტვე­ბის ამ­ბავს გუ­ლის­ხმობს. სუ­ლაც არაა ასე. ნატ­ვრის თვალს, ესე იგი, "გუ­გლს" ჰკი­თხეთ და ნა­ხავთ.

_ იაგო, რა პრო­ფე­სი­ის ხართ?

_ პრო­ფე­სი­ით ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ვარ. ბა­კა­ლავ­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი ფი­ლო­ლო­გი­ა­ში მო­ვი­პო­ვე, ხოლო მა­გის­ტრის _ შე­და­რე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. დოქ­ტო­რან­ტუ­რა­საც იგი­ვე პრო­ფი­ლით გან­ვაგ­რძობ. მოკ­ლედ, ვსწავ­ლობ ლი­ტე­რა­ტუ­რას, თუკი შე­იძ­ლე­ბა, რომ ის­წავ­ლო ეს უკა­ნას­კნე­ლი. ძა­ლი­ან მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი რა­მეა. ვერ მო­ი­საკ­ლი­სებ. თან რო­გო­რი მერ­ყე­ვია. შე­იძ­ლე­ბა დღეს სა­ოც­რე­ბა და­გარ­ქვან და პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში იყო, მაგ­რამ გა­ივ­ლის დრო და... ეჰ, მოკ­ლედ, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გან­სა­ზღვრავ და და­ზუს­ტე­ბი­თაც ვე­რა­ფერს იტყვი. ბევ­რი ოფლი მაღ­ვრე­ვი­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­სტე­ბის კვლე­ვამ, თუმ­ცა, ამა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ცოტა რამე თუა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. რა ჯო­ბია იმას, რო­დე­საც კარ­გად იც­ნობ არა მხო­ლოდ მშობ­ლი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მი­თო­ლო­გი­ა­სა თუ კულ­ტუ­რას, არა­მედ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას, კულ­ტუ­რა­სა და მი­თო­ლო­გი­ას. ბიბ­ლი­ა­ზე, უნი­ვერ­სა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე ხომ არა­ფერს ვამ­ბობ. სხვა­თა­შო­რის, ოდეს­ღაც, სე­მი­ნა­რი­ა­შიც მის­წავ­ლია _ გა­მო­მაგ­დეს, სამ­წუ­ხა­როდ, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა გაქ­ვსო, თუ რა­ღაც ასე­თი მი­თხრეს და მეც წა­ვე­დი, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს შე­ვე­ფა­რე. ხო, ზუს­ტად ასე, სე­მი­ნა­რი­ი­დან ილი­ა­ში. ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ფრთე­ბი გა­მაშ­ლე­ვი­ნა, ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს უფრო მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით და­ვუ­წყე სინ­ჯვა და არა­ვინ იფიქ­როს, რომ ეს ცუ­დია. პი­რი­ქით, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის არ­ქო­ნამ მოგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე, სა­დაც ახლა ვართ და ზუს­ტა­დაც კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ქო­ნამ გაგ­ვაძ­ლე­ბი­ნა აქამ­დე.

სე­მი­ნა­რი­ა­ში ვის­წავ­ლე-მეთ­ქი, ამი­ტო­მა­ცაა, რომ ბიბ­ლი­ის კარ­გად ფლო­ბის პრე­ტენ­ზი­აც მაქვს და ყვე­ლა­ფე­რი ეს, რაც მის­წავ­ლია, ჩემს ტექ­სტებ­ში გა­და­ვი­ტა­ნე, ოღონდ გავ­ფილტრე, მოქ­მე­დე­ბა­სა და სი­უ­ჟეტს ზუს­ტად მი­ვუ­სა­და­გე და ისე, მოხ­დე­ნი­ლად მო­ვა­თავ­ზე სა­კუ­თარ წიგ­ნებ­ში. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ჩემს ტექ­სტებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს კულ­ტუ­რათ­შო­რი­სი და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის კონ­ტექ­სტში ვე­სა­უბ­რე­ბი.

_ მკი­თხველს კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ, რის შე­სა­ხე­ბაა თქვე­ნი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი „ტრან­სმუ­ტა­ცია“?

_ „ტრან­სმუ­ტა­ცია“ კულ­ტუ­რათ­შო­რის დი­ა­ლოგს ამ­ყა­რებს ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ტექ­სტებ­თან _ ოვი­დი­უ­სი­დან და­წყე­ბუ­ლი, დან­ტე­თი გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და გა­ლა­კტი­ო­ნის „არ­ტის­ტუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბით“ დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჟი­უ­რი ალ­ბათ ტექ­სტის დი­ნა­მი­კამ მო­ხიბ­ლა, თან ენობ­რი­ვა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სწო­რედ ისე­თი ენი­თაა და­წე­რი­ლი, რო­გო­რიც ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას ეკად­რე­ბა. ოდ­ნავ სკრა­ბე­ზუ­ლი, ოდ­ნავ ჰიბ­რი­დუ­ლიც და ასე შემ­დეგ.

ამას გარ­და, ფა­ბუ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მინ­და ვთქვა ერთი-ორი სი­ტყვა: ამ­ბო­ბენ, კაფ­კას „გარ­და­სახ­ვას“ შე­ე­თა­მა­შაო იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი. მე კი ვი­ტყვი, რომ არა მხო­ლოდ მას. თან თა­მა­ში­ცაა და თა­მა­შიც. ეს უფრო დი­ა­ლო­გი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბა და თა­მა­ში. ერთი სი­ტყვით, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ტექ­ტი­ვის თვა­ლი და კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა „ტრან­სმუ­ტა­ცი­ის“ წა­კი­თხვას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ცა­რი­ელ ფა­ბუ­ლას უნდა დავ­ჯერ­დეთ, უბ­რა­ლოდ ამ­ბებ­სა და თავ­გა­და­სავ­ლებს.

_ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო თქვენ­თვის "ლი­ტე­რას" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში _ "2018 წლის სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი"?

_ პრე­მია „ლი­ტე­რას“, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ჩემ­თვის, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ უკვე ლა­მის ხელი მქონ­და ჩაქ­ნე­უ­ლი. ერთი წელი იყო მას შემ­დეგ გა­სუ­ლი, რაც „ტრან­სმუ­ტა­ცია“ გა­მო­ვე­ცი და ჯან­სა­ღი უკუ­კავ­ში­რი _ არა თუ წე­რი­ლო­ბი­თი, არა­მედ ზე­პი­რი სა­ხი­თაც არ მი­მი­ღა. რა­ტომ­ღაც ვე­რა­ვინ ამ­ჩნევ­და ფა­ბუ­ლის მიღ­მა და­მა­ლულ ნაღ­მებს, რომ­ლებ­ზე­დაც კარ­გი მკი­თხვე­ლი, ასე რომ ვთქვათ, უნდა აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პრე­მია "ლი­ტე­რას" ჟი­უ­რის წევ­რებ­მა _ რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ მაია ფან­ჯი­კი­ძე, გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე, ნიკა აგ­ლა­ძე, ნონა კუპ­რე­იშ­ვი­ლი და მალ­ხაზ ხარ­ბე­დია, ასე თუ ისე, შე­ამ­ჩნი­ეს ეს და­ფა­რუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბი და დის­კურ­სე­ბი და პრე­მია ლი­ტე­რას ლა­უ­რე­ა­ტი გავ­ხდი „წლის სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტის“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. ამით დღემ­დე ვა­მა­ყობ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ წი­ნაა. ისევ ვე­ლო­დე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის ისეთ მკვლე­ვარს, რო­მე­ლიც ჩემ­სა­ვე სი­ცო­ცხლე­ში ჩემს ტექსტს აკა­დე­მი­ურ თუ არა, ესე­ის­ტუ­რი ტი­პის კვლე­ვას მა­ინც მი­უ­ძღვნის.