15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

ბლოგი

10 მარტი, 2020 წ.

ფეხბურთის მოთამაშე - თამაში ლიტერატურით

ფეხბურთის მოთამაშე - თამაში ლიტერატურით

10 მარტი, 2020 წ.
„ფეხბურთის მოთამაშე“ ჰქვია. პირველი კითხვა, რომელიც წიგნის გაცნობისას შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს სათაურთან დაკავშირებულია, რატომ „ფეხბურთის მოთამაშე“, მაშინ, როცა ქართულ ენაში არსებობს მშვენიერი სიტყვა „ფეხბურთელი“, სწორედ ესაა მწერლის პირველი „ფანდი“, ის მიგვანიშნებს, რომ „მოთამაშე“ მნიშნელოვანი კონცეპტია, უბრალოდ პროფესიას ან ჰობის კი არ აღნიშნავს, არამედ ცხოვრების ფორმას, დამოკიდებულებას გვიჩვენებს, რომანის მთავარი გმირი მოთამაშეა, ადამიანი მოთამაშე, რომელიც თამაშობს ცხოვრებით, ტკივილებით და, ზოგჯერ, სხვა ადამიანებითაც კი.

არჩილ ფირიაშვილის სადებიუტო რომანს „ფეხბურთის მოთამაშე“ ჰქვია. პირველი კითხვა, რომელიც წიგნის გაცნობისას შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს სათაურთან დაკავშირებულია, რატომ „ფეხბურთის მოთამაშე“, მაშინ, როცა ქართულ ენაში არსებობს მშვენიერი სიტყვა „ფეხბურთელი“, სწორედ ესაა მწერლის პირველი „ფანდი“, ის მიგვანიშნებს, რომ „მოთამაშე“ მნიშნელოვანი კონცეპტია, უბრალოდ პროფესიას ან ჰობის კი არ აღნიშნავს, არამედ ცხოვრების ფორმას, დამოკიდებულებას გვიჩვენებს, რომანის მთავარი გმირი მოთამაშეა, ადამიანი მოთამაშე, რომელიც თამაშობს ცხოვრებით, ტკივილებით და, ზოგჯერ, სხვა ადამიანებითაც კი.

palitraL

თამაშის პირველი იარაღი, საშუალება სწორედ ლიტერატურაა, რომელიც ხშირად გვახსენებს თავს რომანის კითხვისას, იქნება ეს ეგზისტენციალური ხედვები, რამდენიმე ლიტერატურული არქეტიპი-პერსონაჟი, ავტორი - მთხრობელი და ავტორი-პერსონაჟი, ლიტერატურული ალუზიები და რემინისცენციები. ეს ტექსტი თამაშია, მკითხველი მიჰყვება, მონაწილეობს და საკუთარ ემოციებს თუ მეხსიერებას საინტერესო გამოცდას უტარებს. თუ შემდეგ საფეხურზე გადახვედი - ტექსტი საკუთარ კარს გაგიღებს. ტექსტის კომპოზიცია ისეთია, რომ ბოლომდე ეჭვი ეპარება მკითხველს, დასრულდება კი წიგნი? დაწერს მას ავტორი? გაიგებ, რა მოხდა ბოლო გვერდზე?

ტექსტს გამოარჩევს უცხო, საინტერესო, ასინქრონული რიტმი, ხმა, რომელიც ქართულ პროზაში არცთუ ის ხშირია, ლიტერატურული ალუზიები, ინტერტექსტები, რომანის პერსონაჟს, ავტორს თუ მკითხველს საინტერესო ენობრივი თამაშის მონაწილედ ხდის.

თამაშის პირველი იარაღი, საშუალება სწორედ ლიტერატურაა, რომელიც ხშირად გვახსენებს თავს რომანის კითხვისას, იქნება ეს ეგზისტენციალური ხედვები, რამდენიმე ლიტერატურული არქეტიპი-პერსონაჟი, ავტორი - მთხრობელი და ავტორი-პერსონაჟი, ლიტერატურული ალუზიები და რემინისცენციები. ეს ტექსტი თამაშია, მკითხველი მიჰყვება, მონაწილეობს და საკუთარ ემოციებს თუ მეხსიერებას საინტერესო გამოცდას უტარებს. თუ შემდეგ საფეხურზე გადახვედი - ტექსტი საკუთარ კარს გაგიღებს. ტექსტის კომპოზიცია ისეთია, რომ ბოლომდე ეჭვი ეპარება მკითხველს, დასრულდება კი წიგნი? დაწერს მას ავტორი? გაიგებ, რა მოხდა ბოლო გვერდზე?

„გაუშვი ხელი, ნუ დასვრი ფურცელს. ხომ იცი, დაწერ და მისცემ ძალას. გაუშვი, დაბრუნდნენ, ჩაძვრნენ ნაპრალში. მიეცი შანსი საკუთარ თავს, რომ დაგავიწყდეს როგორც სიზმარი. როგორც მოვიდნენ, ისევე წავლენ.

აზრი არა აქვს, დავიწყე წერა და ვაწარმოე მაკულატურა.

ვიწერ იმიტომ, რომ ვგრძნობ, არა მაქვს სხვა გზა.

ქაღალდზე გადამაქვს, სხვა გასაქანი არა მაქვს.

მინდა ისევ ყველაფერი არ იყოს ცუდად.

მინდა ისევ არ ვგრძნობდე ჩემს თავს.

ვიძინებ ისევ.“

მთავარი ამბავი - ამბოხი, წინასწარდადგმული და წინასწარდაგეგმილი რეალობიდან გმირის გაქცევა ისეთივე ძველია, როგორც თავად ლიტერატურა, პერსონაჟი - მოხეტიალე,  ოდისევსი თუ გილგამეში, რის საძიებლად მიდის გმირი? საკუთარი თავის? ადამიანების? თავგადასავლების? აქ მას მრავალი სცილა და ქარიბდა შეხვდება, როგორია მისი გადარჩენის გზა?

როცა ცხოვრება „რიტუალური ცეკვაა“, მაგიური წრე, რომლისგან თავის დაღწევაც რთულია და თან აუცილებელი, მცირე ამბებისგან შემდგარი კალეიდოსკოპი, რომლის რეტროსპექტივითაც იწყება გმირის შინაგანი გზა- ბავშვობის მეგობარი, დედა, საყვარელი ქალი, ახალი სიყვარული, რეალური თუ წარმოსახვითი მამა, ეს ის დაბრკოლებებია, რომელიც გმირმა უნდა გამოიაროს. ამ ამბის არქეტიპულობას თავად ავტორი გვიმხელს, როცა გმირში „იღვიძებს ანტიკური მხეცი“, ანტიკური გმირი, საკუთარი თავის შეცნობისკენ მავალი.

გმირის გზას ტექსტის რიტმი ამძაფრებს და აჩქარებს, ერთგვარად, ტექსტის რიტმს აყოლილი მკითხველი მოგზაურობს გმირთან ერთად შეცნობის გზაზე. ზოგჯერ პროზა რიტმულ პროზად და ზოგჯერ პოეტურ პროზადაც იქცევა და მკითხველი ამ პროცესში მონაწილეობს. ტექსტს გამოარჩევს საინტერესო სინტაქსიც, პოსტპოზიციური მსაზღვრელი, ზმნის ადგილი წინადადებაში, რთული წინადადების საინტერესო სტრუქტურა.

„ვეხვევი მხრებზე, ვექაჩები ჩემსკენ როგორც მაგნიტის ადამიანი, ვაწვენ და ერთმანეთს ვარგებთ სხეულებს - უჯრედს უჯრედში მილიმეტრის სიზუსტით - ორისგან იქმნება ერთი მთლიანი. თავბრუ მეხვევა იმ სუნის გამო, რაც მისგან მოდის. თითებს შორის ვგრძნობ მისი ხერხემლის მალებს, რომლებიც არის ამოზნექნილი, თითქოს ამოსდის უკან ეკლები. ორივენი ვიშორებთ ყველაფერ ზედმეტს, ჩვენ შორის ტექსტილის ადგილი არ არის. მინდა რომ ვიგრძნო მისი ტუჩები, მაგრამ არ მკოცნის, მარიდებს სახეს. იწევა ზევით სახით და სხეულით, ჰაერში ჩერდება როგორც ჯადოქარი. თუ არ დავიჭერ, ალბათ გაქრება, გაითქვიფება ჭერის ნახეთქში.“

„თავი მგონია კოსმოსური ხომალდი - „ვოიაჟერი”, რომელიც შექმნეს მარტოობისთვის - გაუშვეს, სადაც არ ყოფილა ჯერ ადამიანი, შორეულ სივრცეში, გალაკტიკაში. ძველი მზე დავკარგე, გავცდი მის სისტემას, ვარსკვლავებს შორის ვარ გაჩხერილი, როგორც ნამდვილი ინტერსტელარი, ახალი სახლის მაძიებელი.“

„ვეხვევი მხრებზე, ვექაჩები ჩემსკენ როგორც მაგნიტის ადამიანი, ვაწვენ და ერთმანეთს ვარგებთ სხეულებს - უჯრედს უჯრედში მილიმეტრის სიზუსტით - ორისგან იქმნება ერთი მთლიანი. თავბრუ მეხვევა იმ სუნის გამო, რაც მისგან მოდის. თითებს შორის ვგრძნობ მისი ხერხემლის მალებს, რომიც არის ამოზნექნილი, თითქოს ამოსდის უკან ეკლები. ორივენი ვიშორებთ ყველაფერ ზედმეტს, ჩვენ შორის ტექსტილის ადგილი არ არის. მინდა რომ ვიგრძნო მისი ტუჩები, მაგრამ არ მკოცნის, მარიდებს სახეს. იწევა ზევით სახით და სხეულით, ჰაერში ჩერდება როგორც ჯადოქარი. თუ არ დავიჭერ, ალბათ გაქრება, გაითქვიფება ჭერის ნხეთქ

„თავი მგონიასმოსური ხომალდი - „ვოიაჟერი”, რომელიც შექმნეს მარტოსთვის - გაუშვეს, სადაც არ ყოფილა ჯერ ადამიანი, ეულ სივრცეში, გალაკტიკაში. ძველი მზე დავკარგე, გავცდი მის სისტემას, ვარსკვლავებს შორის ვარ გაჩხერილი, როგორც ნამდვილი ინტერსტელარი, ახალი სახლის მაძიებელი.“

თანამედროვე ოდისევსის ითაკაც დიდად არაფრით განსხვავდება ანტიკურისგან, აღწერაც კი მოგვაგონებს იმ სათავგადასავლო და საგმირო ამბებს, რომლებმაც საკუთარი თავიდან გასვლა და სხვა სამყაროს წარმოსახვა გვასწავლეს.

palitraL
„წინ გამოჩნდა ქალაქი, რომლისკენაც მივდივართ. ის იწყებს ანთებას, ემზადება ღამისთვის. როცა შემნიშნა, მისკენ მივდივარ, უცებ ატეხა საბრძოლო განგაში. მოაწყო სასწრაფო მობილიზაცია, ურიგებს ხალხს თავდაცვისთვის იარაღს. ლამაზი პატარა ზღვისპირა ქალაქი მეგებება, როგორც ურჯულო დამპყრობელს.

ზღვა იწყებს ღელვას, ღრუბლები წვება, ბუნება გადადის საგანგებო რეჟიმზე. ღრიალი ისმის, შტორმიც აქ არის, ჩემი აქ მოსვლით ირღვევა ბალანსი. დაბნელდა ზეცა, შუაზე ხევს ელვა, მერე მოჰყვება ჭექა-ქუხილი. მანქანის თავზე იწყება სეტყვა, თავში გვხვდება ყინულის წვეთები. სახურავს ვერ ვკეტავთ, ქარმა მოგლიჯა, ცოტაც და რეზინაც ასფალტს მოსწყდება; ქალაქი გვაფრთხილებს, რომ უკან წავიდეთ, რომ ჩვენ ზეიმზე არ დაგვპატიჟეს.

ტალღები დგება თმებივით ყალყზე, ამტვრევს ახლომახლო პატარა ნავებს, ქალაქს გარს ერტყმის გალავანივით, თითქოს უპირებს მძევლად აყვანას. პალმის დიდი და ძლიერი ხეები ხმაურით ამბობენ, რომ ძვლებს დაგვამტვრევენ.“

მაგრამ გმირს არ ეშინია, იგი გამოცდილებით სავსეა, გზამ ბევრი რამ ასწავლა, იწყებს ძებნას, იწყებს თავის შეცნობას და აი, ფინალიც ამ მითიურ, აღთქმულ ქალაქში. როგორია თამაშის ფინალი? როგორია გამარჯვების ის მელოდია, რომელიც ყველა საფეხურის გადალახვისას ჟღერს ხოლმე?

აი, ასეთი:

„ჩვენკენ მოიწევს ერთ-ერთ ბავშვი, ეტყობა არის მათი ბელადი. კბილები უელავს, ვერ იკავებს სიცილს, მოდის და ამბობს:

- გვინდა ფეხბურთის თამაში.

გვთავაზობს ბავშვი გარუჯული კანით. ისე ამბობს, ვითომც არაფერი. ჩემი ნაკრების ორივე წევრი მე მელოდება კაპიტანივით. ამას არ ველოდი, ტრიალებს პლაჟი, გამოჩნდა ახალი გზაჯვარედინი“.

ისევ მითოლოგიური ბავშვი, უბერებელი ღმერთი თუ მარადიულობის სიმბოლო და თამაში, რომელიც ძალიან ჰგავს მითოსურ ოქროს ხანას, სადაც ღმერთები თამაშობენ და ეს თამაში მარადიულია.