ბლოგი
უწინ და უწინ და უწინ
2-3 წელი იქნება უკვე, სანამ წიგნის კითხვას დავიწყებ, ჯერ კარგად ვაანალიზებ, მიღირს თუ არა დროის ”დახარჯვად”, რას მივიღებ მისგან და ა.შ.  შეიძლება ვთქვა რომ, იმაზე მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვკითხულობ.ბოლო პერიოდია, არაფერი წამიკითხავს აღიარებული კლასიკის გარდა, ეს ამბავი თავისთავად არ არის ცუდი, თუმცა თამასას ზრდის და მერე აღარაფერი მოგწონს. ლოგიკურია, დოსტოევსკის რომ წაიკითხავ, მერე დობორჯგინიძემ მთლად მთელი ნიჭი რომ გადმოგიშალოს, მაინც კლასიკას შეადარებ და არათანაბარ პირობებში იქნებიან შენი ავტორები.
02 სექტემბერი, 2015 წ.
სრულად
ამბ"რ"ნი, უმბ"რ"ნი და ა"რ"აბნი

ჩემს ცხოვრებაში არის დღეები, როცა ტრაგიზმი ისეთ სიამოვნებას მანიჭებს, გაკვირვებული ვფიქრობ ხოლმე, რა შეიძლება ამას ერქვას?! სულიერი კათარზისის მოთხოვნილება?! თუ საკუთარი არსებობის აზრის დამტკიცება. ასეთ დღეებში ადრე ტერენტის ვკითხულობდი ხოლმე, რაც გავიზარდე, პოეზიაზე უფრო პროზას ვეძალები.
31 აგვისტო, 2015 წ.
სრულად
"უცნაური თომასის" დაბადება
წიგნის წერა საინტერესო პროცესია,მე მგონია, რომ ეს ერთგვარი ტრანსია, რთული წარმოსადგენია, ასე, ჩვეულებრივ მდგომარეობაში წერდნენ რამეს,
ჩემთვის ყოველთვის ასე იყო, ნამდვილი წიგნებს ტრანსში მყოფი ტიპები წერენ, წიგნები იმოდენა გზას გადიან ჩვენამდე, რომ წარმოვიდგინოთ, გაგიჟება შეიძლება.
31 აგვისტო, 2015 წ.
სრულად
უნივერსალური ათეული
ე.ი. შევდივარ  Facebook-ში და მხვდება მილიონი Notification-ი, კარაბადინი გვინდაო, პატრიარქის ეპისტოლეები გვინდაო, უცხო სიტყვათა ლექსიკონი გვინდაო, ეს გვინდაო, ის გვინდაო. ვჯდები ტრანსპორტში და ვიღაც გოგო დილაადრიანად ჩვენს გვერდს ”სქროლავს”
27 აგვისტო, 2015 წ.
სრულად
მაკარტის “გზა” და სხვა გზები

ვფიქრობ, მე მკვდრების მეშინია,

“მეშინია” – მე, მათი.

ორპირიანი ზმნა,

ახლანდელი დრო,

25 აგვისტო, 2015 წ.
სრულად
სიკვდილი და ”შვილი”
მე თუ მკითხავთ, სასაცილო რამეა სიკვდილი, ცოტაც - საკრალური, თავისი ცერემონიებით, თავისი ხელოვნურობით, წარმოიდგინეთ,რა უნდა იყოს იმაზე ბუნებრივი, ვიდრე სიკვდილი, ახლა კი გაიხსენეთ ბოლოს დაკრძალვაზე რომ იყავით, როგორი ტრაგიკული რამ იყო და როგორი  სასაცილო, სიკვდილი დასასრულია, თუმცა არა - საერთო ყოფის, სიკვდილი გარდაცვლილის დასასრულია, შეიძლება ვიღაცის დასასრული გაგიდასასრულდეს?
24 აგვისტო, 2015 წ.
სრულად
სათაგვეთის ექო და ჯერონიმო
უცნაური ამბავია, ამბავი არა, გადაწყვეტილება უფრო, ლიტერატურის კრიტიკის საშუალებას მისცემ თავს და პირველი პოსტი არც მეტი არც ნაკლები ჯერონიმოს რომ უნდა მიუძღვნა, მაგრამ იცით, რას გეტყვით?! ყველა წიგნში არის რაღაც, რაც უნდა დაიჭირო, რაც უნდა გაიგო, ამიტომაც მგონია, რომ მკითხველობა ცალკე პროფესიაა და ჩვენ, მკითხველებს, ერთმანეთის უნდა გვესმოდეს.
21 აგვისტო, 2015 წ.
სრულად
პროლოგი
ვინ დათვლის, რამდენი ისეთი ფილმი ვიცით, ერთი შეხედვით, არც თუ ისე ლამაზი გოგო რომ წიგნის მაღაზიაში მუშაობს, სამსახურის მახლობლად „კიოსკში“ ყავას ყიდულობს და ასე ყავით შეიარაღებული მიდის საკუთარ მოედანზე, მოედანზე, რომელზეც არ არი საბიბინებული ბალახი, მოედანზე, რომელზეც ბურთი არ გორავს,მოკლედ, სხვანაირ მოედანზე მიდის, წიგნებით სავსე ადგილზე, სადაც საოცარი სუნი ტრიალებს, ახალი ფურცლების სუნი და სადაც ათასი რჯულის ადამიანი დადის, ბიბლიოფილები, მეტიჩრები და კიდევ არ ვიცი, ვინ - არა.
21 აგვისტო, 2015 წ.
სრულად