ბლოგი
ბლოგპოსტების კონკურსი
ალბათ ყველა იმ ადამიანისთვის ვინც წიგნებსკითხულობს ერთხელ მაინც უკითხავთთუ რას ნიშნავს წიგნი მისთვის და რატომ კითხულობს მას პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად ბევრჯერ უკითხავთ პირადად ჩემთვის რთულია გავცე ამ კითხვას პასუხი რადგან წიგნი ჩემთვის ბევრ რამესთან ასოცირდება. წიგნი არის სიამოვნება, განტვირთვა, სევდა, დაძაბულობა ყველაერი ერთად, იგი ჩვენში იწვევს მრავალ გრძნობას.
30 ოქტომბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი
ისეთწიგნებზევგიჟდები, კითხვასრომგაათავებდაინატრებ – ნეტაამისდამწერიდამეკაიძმაკაცებივიყოთო, დატელეფონითაცრომდაურეკავ, როცამოგინდება.ესკიიშვიათადხდება, თუმცარა, სიამოვნებითდავურეკავდისელენჯერს, მაგრამ მოკვდა...როგორ მინდა ყველამ იგრძნოს ის რაც მე განვიცადე ამ წიგნის წაკითხვისას... და რასაც ახლაც განვიცდი.უკვე ვეღარ ვითვლი მერამდენედ გადავიკითხე,ვკითხულობ და არ მბეზრდება, არ მბეზრდება და მომკალით :დ„თამაში ჭვავის ყანაში“ აი ისეთი წიგნია, რომ ზუსტად ვიცი სიკვდილის სარეცელზეც მასში ვიქნები ჩაკარგული, და გვირაბის ნაცვლად ჭვავის ყანას დავინახავ.წიგნი პირველად 15 წლისამ წავიკითხე, ალბათ სწორედ ესაა ის ასაკი როცა ადამიანი ყველაზე ნათლად ხედავს მოახლოვებულ საფრთხეს...კითხვა დავიწყე თუ არა შევჩერდი, წიგნის გარეკანი თავიდან შევათვალიერე და ჩემს თავზე გამეცინა, მეწყინა სელენჯერი რომ იყო ავტორი, დარწმუნებული ვიყავი საკუთარ ნაწერს ვკითხულობდი.
30 ოქტომბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი (წიგნები რეალობასთან გამკლავებაში გვეხმარებიან)
კარგი წიგნის კითხვა გასეირნებას გავს. პირადად მე, კითხვისას ვმოგზაურობ ისეთ ადგილებში, რომელზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა. წიგნი სიზმარია, რომელიც ჩვენ ხელში გვიჭირავს და ვკითხულობთ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კოშმარიც მისი ნაწილია, ისტორიას კი ყოველთვის ბედნიერი დასასრული არ აქვს. ჩვენ ვიცნობთ პერსონაჟებს, ვიზრდებით მათთან ერთად, ჩვენ ერთად ვიცინით, ვტირით და ვიყვარებთ, ვიგებთ მათი განცდებისა და გრძნობების შესახებ, ვცხოვრობთ, ბოლოს კი - ჩვენ ვკვდებით ერთად. შენთვის ისინი უბრალოდ გამოგონილი პერსონაჟები არიან, ჩემთვის კი - რეალურები. მე მათში საკუთარ თავს ვხედავ. როდესაც მარტო ვიყავი, ისინი ჩემს გვერდით იყვნენ, შენ კი - არა.
30 ოქტომბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი
„წიგნები იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც სურთ დროებით სხვაგან იყვნენ“. ამ სიმართლეში არავის ეპარება ეჭვი, თუმცა მხოლოდ ასეთი ადამიანებისთვის რომ არაა წიგნები ესეც ფაქტია. ძნელია იმაზე საუბარი თუ რა ან როგორი სიამოვნება შეიძლება მოგანიჭოს წიგნის კითხვამ, თუმცა ადვილია ისაუბრო წიგნის კითხვის პრივილეგიებზე, ბოლოს და ბოლოს  „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, ადამიანი ხდება იმაზე უკეთესი ვიდრე იყო“.
29 ოქტომბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი (წიგნი )
„ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მუდამ გვერდით ყავს ერთგული მეგობარი, მხიარული თანამოსაუბრე, ბრძენი მრჩეველი და დამრიგებელი“- ამბობდა ისიდორ გაროუ. ძნელია არ დაეთანხმო. როდესაც ძვირფასი ადამიანი წასაკითხად წიგნს გვაძლევს, თითოეულ სტრიქონში გაფაციცებით მას ვეძებთ, მის აზრებს, შეხედულებებს, ვცდილობთ გავიგოთ, რატომ გვირჩია, მასთან საერთოს ვეძებთ, თუმცა მერე ტექსტი გვიტაცებს,
28 ოქტომბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი
გამარჯობა ინტერნეტო! მივესალმები ყველას, როცა არ უნდა კითხულობდეთ ამას, შუადღით გაკვეთილების სწავლის დროს შემოპარულს, თუ საღამოს. მეც გაგანდობთ საიდუმლოს, შემოპარული ვარ. მაგრამ თუ გაკვეთილებს გული ვერ დაუდე, რა ხეირი მოაქვს! ზუსტად ამიტომ შევიკრიბეთ აქ. უსაქმური თინეიჯერები, ვისაც სინამდვილეში თავზე საყრელად გვაქვს საქმე.
28 ოქტომბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი

"მე სიუზი სელმონი ვარ.სელმონი,ანუ ორაგული.1973 წლის 6 დეკემბერს მომკლეს - მაშინ 14 წლისა ვიყავი." ეს წიგნი თითქოსდა უბრალო,ერთი შეხედვით ისეთი ფრაზით იწყება,შენი აზრით მხოლოდ ფილმებში და წიგნებში რომ ხდება,მაგრამ როდესაც ნელ-ნელა უღრმავდები წიგნს,აცნობიერებ,რომ სიუზიც ისეთი გოგო იყო,როგორიც შენ - ოცნებებით,მიზნებით,გეგმებით...რაც სიუზის მოუვიდა,მსგავსი შინაარსის გადაცემები და სიახლეები ტელევიზორშიც გესმის,მაგრამ გონებაში გაქვს ჩაბეჭდილი,რომ შენს გარშემო ეს არ მოხვდება,მხოლოდ სადღაც,შორს.ფიქრობ "ქვეყანაზე ჩემს გარდა კიდევ მილიონობით გოგონაა,მე ასე ვერ მიმტყუნებს ბედი",მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვს,რამდენჯერ შეიძლება ჩავლილხარ მსგავსი სურვილებით აღძრულ მამაკაცის გვერდით,რამდენჯერ შეგიხედავს მსგავსი "პრობლემისგან" დაჩაგრული არასრულწლოვანისათვის.თქვენ კი,ალბათ დაწყებიდანვე მიხვდით,რომ ვაპირებ სექსუალურ ძალადობაზე ვისაუბრო,რომელსაც არასრულწლოვნების მიმართ ანხორციელებენ.წინასწარ გაფრთხილებთ,ეს არცთუისე სასიამოვნო თემაა :3

28 ოქტომბერი, 2015 წ.
სრულად
რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ვერაფერს გრძნობს
ბოლო დროს წიგნების კითხვის სურვილი უფრო ხშირად მაქვს, ვიდრე ამისთვის დასათმობი დრო. ავიღებ, ოც-ოცდაათ გვერდს წავიკითხავ, დავდებ და მერე აღარ ვუბრუნდები. ზოგჯერ ამ ყველაფრის მიზეზი არასაკმარისი დაინტერესებაა, ზოგჯერ, ზემოთ ნახსენები, დროის არქონა, ზოგჯერ კი, თავად  წიგნის არქონა. სასაცილოა, ქვეყანაში გამოცემული წიგნების რაოდენობა ჩინელების რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იზრდება და მე საკითხავი არ მაქვს..
28 სექტემბერი, 2015 წ.
სრულად
სანამ რამეს გვეკითხებიან
ადრე, სანამ „ადმინს“ მიწოდებდნენ, მარკეტინგული კვლევების კომპანიაში ვმუშაობდი,
ხალხს ვეკითხებოდით, რა მოსწონდათ, რა არ მოსწონდათ, რა სურდათ და რა - არა. მაშინდელი დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ იმდენად მივეჩვიეთ მდგომარებას, მაღაზიაში რომ შედიხარ და რასაც თაროზე დაგილაგებენ, იმის იქით არ იხედები, სხვანაირად ვეღარს წარმოვიდგენთ.
25 სექტემბერი, 2015 წ.
სრულად
დიუმას ახალი სიცოცხლე
ქართველებს გვიყვარს დიუმა,
ვისაც მისი წიგნები არ წაუკითხავს, იმათაც კი უყვართ ეს „ბომბორა“ საყვარელი  კაცი, რომელმაც ჩვენზე დაწერა, რომ ძალიან ლამაზი ქალები და კაცები გვყავს, რომელიც სავარაუდოდ, ტრადიციულად კარგად „აზიარეს“ ქართულ ჩვენთან სტუმრობისას სტუმართმასპინძლობას.

პარიზში, დიუმა განთქმული იყო თავისი აღვირახსნილი ცხოვრების წესითა და რიგიანად დაგროვილი ვალებით. სწორედ მევალეებისგან თავის დაღწევის მცდელობით იყო განპირობებული მისი „დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაც“.
17 სექტემბერი, 2015 წ.
სრულად
ოდ თომასი - ჩემი უცნაური მეგობარი
ჩემი ახალი მეგობარი მინდა გაგაცნოთ; 20 წლის ამერიკელი ბიჭი, ოდ თომასი (ოდი სახელია, თომასი - გვარი. „odd“ ინგლისურად „უცნაურს” ნიშნავს), რომელიც კალიფორნიაში, პატარა ქალაქ პიკო-მუნდოში ცხოვრობს, და სწრაფი კვების რესტორანში მზარეულად მუშაობს. გარეგნულად თანატოლებისგან არაფრით გამოირჩევა: მუდამ ჯინსები, მაისური და სპორტული ფეხსაცმელი აცვია. მაშ, რითია უცნაური?
16 სექტემბერი, 2015 წ.
სრულად
ეს რა ყოფილა?!


ეს რა ყოფილა,
ეს რა ჯაფა და წვალება ყოფილა,
გაგიჟებულს ყველგან ათეულის წიგნები მელანდება,
მძინავს, მესიზმრება თითქოს ციხესიმაგრეში ვარ და გარეთ ხალხი შეკრებილა, სხვადასხვა წიგნების დასახელებებს გაიძახიან,
09 სექტემბერი, 2015 წ.
სრულად