ბლოგი
რამდენიმე რეცეპტი საახალწლო არდადეგების ბედნიერად გასატარებლად
ზამთარი მოვიდა! მოვიდა კი არა, ბევრმა ჩვენგანმა გუნდაობაც კი მოასწრო... ახალი წელიც აღვნიშნეთ და  ცოტა ბახუსმაც შეგვაწუხა. თუმცა, დღესასწაული მეტ-ნაკლებად გადავაგორეთ და ახლა ის დროა, სხვა სიამოვნებებისთვისაც მოვიცალოთ.  წლის ამ პერიოდში ყველაზე დიდი სიამოვნება ხომ სახლში თბილად ჯდომა და წიგნების კითხვაა, მით უმეტეს, თუ გარეთ თოვს, ბუხარი გაქვთ და საკუთარი თავისთვის გემრიელი სასმელის გამზადებაც არ გეზარებათ. წარმოგიდგენთ რამდენიმე სასმელსა და წიგნს, რომელიც ერთმანეთს გასაოცრად უხდება:

ცხელი კაკაო ზამთრის ცივ საღამოს გასათბობადმშვენიერი საშუალებაა. მას აუცილებლად ისეთი წიგნი უნდა "მიაყოლოთ", რომელიც ბედნიერების განცდას დაგიტოვებთ. ამ  წიგნის გმირის, თანამედროვე ამერიკელი ქალის, ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი! "სიყვარულის 40 წესი" არ გიამბობთ ჩვეულებრივ სტანდარტულ ისტორიას, ეს ბრძოლაა ორი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მენტალობისა, და იცოდეთ, ამ ყველაფერს სიყვარული ართულებს.
"ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მხოლოდ საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშითა და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ."
სიყვარულს  თავისი წესები აქვს და თქვენ ეს უნდა იცოდეთ, მაგრამ არ გამოიყენოთ სხვისი შემუშავებული წესები, შექმენით საკუთარი !

palitraL

04 იანვარი, 2016 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი
წიგნები იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც სურთ დროებით სადღაც სხვაგან იყვნენ ალბათ ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა წიგნი მხოლოდ ასეთი ადამიანებთვის არაა, ყველას აქვს რაღაც მიზეზი თუ რატომ კითხულობ ამა თუ იმ წიგნს, მაგრამ ბოლოს წიგნის მთავარი  პრივილეგია ისაა რომ  ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, ადამიანი ხდება იმაზე უკეთესი ვიდრე არის.
03 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი (წიგნი და კითხვა)

 

კითხვა და წიგნი
წიგნი ერთი შეხედვით ფურცლის ნაგლეჯებისგან შედგენილი ნივთია, სადაც გადაშლისას გვხვდება რაღაც ნაჩხაპნები.ალბათ ვინც მას ხელში აიღებს იგივე აზრი უჩნდება. ზოგი მას ყდის მიხედვით არჩევს, ზოგი სისქის მიხედვით, ზოგი კი იმით თუ რამდენად ორიგინალურადაა ის დასურათებული. თუმცა ეს ალბათ იმ ადამიანის თვალით დანახული წიგნია, რომელიც მას ისე უყურებს როგორც ერთ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთს, მაგრამ ერთგული მკითხველის თვალით დანახული წიგნი სულ სხვა რამ არის.
03 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი
რატომ ვკითხულობთ წიგნებს? რა საჭიროა წიგნები? ისინი უბრალოდ ფურცლები არიან შავი ასოებით, მაშ რა დანიშნულება აქვთ მათ???
ნებისმიერი წიგნის დაწყებისას მას თავს ვერ ვანებებთ. არ აქვს მნიშვნელობა რა ჟანრისაა იგი. უბრალოდ ვკითხულობთ უკანასკნელ ასომდე. წიგნიდან ჩვენ ვიღებთ მაგალითს სამომავლოდ ან უბრალოდ ცხოვრების შესასწავლად. ზოგჯერ სწორედ წიგნი დამხმარებია ჩემი პრობლემის გადაჭრაში. წიგნი ადამიანს უფრო სრულყოფილს,განათლებულს ხდის. იგი ანვითარებს ჩვენს ფანტაზიას. თავიდან ხომ ჰარი პოტერიც უბრალო ბავშვი იყო. სიუზი  სელმონიც უბრალო გოგონა იყო უბრალო ცხოვრბით, თუმცა შემდეგ ის მოკლეს. და რატომ არ შეიძლება ეგ ჩვენც მოგვივიდეს???
03 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი
ცარიელ ოთახში ვზივარ.იატაკი და ჭერი მტვრით არის სავსე.არანაირი ფერი და არანაირი სინათლე.ორი სურათი საწყლად გდია და ზედ არაფერი არ ჩანს.ერთი კარებია,ძლიერად ჩარაზული და გასაღებიც არ არის.უფანჯრო,უფერო,უსინათლო,ცივი-აი,როგორია ჩემი ცხოვრება წიგნის გარეშე.გონება ცარიელია,როგორც ოთახი.არანაირი გასაქანი არ აქვს ცნობიერებას.ხან ერთ კედელს მიასკდები_ხან მეორეს,თუმცა უშედეგოდ.ყველაფერს მტვერი ადევს,არ იწმინდება,უფროდაუფრო იზრდება და ფარავს ფანტაზიას.
03 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი

რა მიზანი აქვს კითხვას?რას წარმოადგენს თითოეული თინეიჯერისთვის წიგნი? იმედია დამეთანხმებით,რომ სიტყვა "წიგნის"გაგონებისას ,უმრავლესობას თვალწინ სკოლის სახელმ-ძრვანელო გვიდგება. გრძელი და მოსაბეზრებელი პარაგრაფები,რომელებსაც დასასრული არ უჩანთ.როგორ გვეზიზღება ხოლმე უინტერესო საკითხების სწავლა...რადგან ჩვენი გული  "ახალი სამყაროსკენ" მიისწრაფვის,ახალი და გულისამაჩუყებელი ისტორიიების გაგონება სურს. ამ დროს გადავდებთ ხოლმე სახელმძღვანელოს და ხელში სასურველი მწერლის წიგნს ავიღებთ. პირველი ფურცლის გადაშლისთანავე ვივიწყებთ ყველაფერს,რაც გვაწუხებდა მანამდე და ნებას ვრთავთ საიდუმლო დინებას წაგვიყვანოს სხვა სამყაროში.იქ,სადაც სრულდება ყველა ოცნება,სადაც ადამიანს შეუძლია იყოს თავისუფალი..
02 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი (კითხვა და წიგნი)
კითხვა და წიგნი
გამარჯობა, მე ვარ ლუკა და დღეს გადავწყვიტე, რომ დღევანდელ ბლოგპოსტში ვისაუბრო კითხვასა და წიგნზე. საერთოდ მკითხველები იყოფიან ორ ჯგუფად, პირველი, მკითხველები, რომლებიც კითხულობენ წიგნებს იმისათვის რომ წიგნმა მათი ცოდნა განავითაროს, ხოლო მეორე ჯგუფის მკითხველები კითხულობენ წიგნებს იმისათვის რომ დრო გაიყვანონ, გაერთონ ან თუნდაც  თომასთან და სხვა კორდელებთან ერთად გაირბინონ ლაბირინთი, შეებრძოლონ გრივერებს ხოლო შემდეგ მაყალში გაიარონ, მე მკითხველების იმ ჯგუფს მივეკუთნები რომლებიც წიგნებს გასართობად კითხულობს, ზოგისთვის ეს მიუღებელია და ამბობენ, რომ წიგნები იმისათვი უნდა წაიკითხო, რომ რაიმე გასწავლოს და ისინი წიგნს რომელსაც კითხულობ გასართობად, დროის ფუჭ ხარჯვათ მიიჩნევენ რაშიც სასტიკად არ ვეთანხმები.
02 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი
ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა: შევძლებ თუ არა გავხდე მწერალი. შეიძლება ბევრისთვის ეს უბრალო პროფესიაა,მაგრამ ის, ვისაც მცირეოდენი შეხება მაინც აქვს წიგნებთან ასე არავითარ შემთხვევაში არ იფიქრებს.
თითოეული წიგნი ჩემთვის ახალ სამყაროს წარმოადგენს. გვიამბობს ისტორიას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ისეთი დამაინტრიგებელია, რომ მისგან თვალის მოწყვეტა დიდ სირთულედ იქცევა. წიგნის ავტორი ჩემთვის ,,ჯადოქარია’’, რომელიც ხელს უწყობს ახალი, საინტერესო რეალობის შექმნას.
განსაკუთრებულად პოზიტიური გრძნობებით ვარ აღჭურვილი ,,ლიბერთინსის’’ იგნების მიმართ. საოცარია წიგნების ისეთი სიზუსტით შერჩევა, ყველასთვის მისაღები რომ იყოს. ახლა სწორედ ერთ-ერთი ასეთი წიგნის შესახებ მინდა ვისაუბრო.
02 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი

„ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასდროს არის მარტო“. ეს მართლაც ესეა როცა წიგნს ვკითხულობ მეც ერთერთი პერსონაჟი ვხდები წიგნის. მაგალითად „შიმშილის თამაშებ“, როცა მას ვკითხულობდი წარმოვიდგინე რომ მეც ტრიბუტი ვარ და გადარჩენისთვის ვიბვრძვი. მეც ვნერვიულობდი, მეც ვბრძოლოდი გადასარჩენათ როგორც კეტნისი და პიტა. როდესაც ლუის ლოურის „გამღები“ წავიკითხე ძალიან მინდოდა თემში მეცხოვრა და რათქმაუნდა ეს შევძელი ოღონდ რათქმაუნდა ფიქრებში მაგრამ ეს ფიქრები ნამდვილს გავდა.

02 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი (მე და წიგნი-ანუ ჩემი განუყოფელი ნაწილი)
მე და წიგნი-ანუ  ჩემი განუყოფელი ნაწილი:
ხშირად უკითხავთ  ’’რას ნიშნავს შენთვის წიგნი’’-ო,როგორც თუ რას ნიშნავს?! განა შეიძლება ჰკითხო ადამიანს  რას ნიშნავს მისთვის ჰაერი,სუნთქვა,საკვები?
წიგნი ჰაერივით აუცილებელია!
წიგნი სუნთქვასავით გჭირდება!
02 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი
გავიდა დრო...
ასაკთან ერთად გვემატებოდა სიამაყე, ვიჩენდით მეგობრებს, განვიცდიდით სიყვარულს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გვინდოდა, ყოველთვის ძნელად ვიღებდით, ან საერთოდ არ ვიღებდით და ასე, ბედს დამორჩილებულები ვიწყებდით ნატვრებს, ოცნებებს და ვიზრდებოდით. ზედმეტად სწრაფად გავიზარდეთ, იმდენად სწრაფად, რომ ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ ვუღალატეთ ბავშვობას და დიდები გავხდით...
02 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბლოგპოსტების კონკურსი( კითხვა,წიგნი, ცხოვრება...)
კითხვა+წიგნი=ცხოვრება... ეს ფორმულა მათთვის, ვინც არ იცის თუ რაში უნდა გამოიყენოს მათემატიკური ცოდნა. არ ვიცი, რამდენად კარგად მიცნობთ, უფროსწორად, ის ვიგულისხმე, რომ დარმუნებული ვარ,  თქვენ ჩემზე წარმოდგენაც კი არ გაქვთ. არა იმიტომ, რომ არ ვცდილობ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას ან არვიცი როგორ გამოვიყენო ისინი, არამედ იმიტომ, რომ ყოველთვის ერთ სტიქიაში არ ვარ. აბა გამოიცანით, რა განაპირობებს ჩემს ასეთ ცვალებადობას ? რა თქმა უნდა წიგნები ! ბევრი წიგნი ! ეს ისეთი ნეტარებაა, არამგონია გამოცდილი არ გქონდეთ ნებისმიერ თქვენგანს. დიახ, თქვენ ვინც ახლა ჩემს „ბლოგ-პოსტს“ კითხულობთ. მოდით, სიმართლეს გეტყვით და არასდროს მიფიქრია ბლოგის შექმნაზე, სადაც ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელს თავისულად ვესაუბრებოდი ამქვეყნიერებაზე. ვფიქრობდი, ზოგიერთი იტყოდა: „ამ „ცხვირმოუხოცავ ღლაპს“ ცხოვრებაზე რა უნდა ველაპარაკო“ , ან კიდევ ზოგიერთი სულაც ირონიით მოეკიდებოდა ყველა იმ სიტყვას, რომელსაც მთელი გულით ჩავაქსოვდი ჩვენს ყოფა-ცხოვრებაზე. იცით, მე ამას ვერ ავიტანდი, ატომივით ავფეთქდებოდი და ამით, ალბათ, ორმაგად დავიზარალებდი თავს. სწორედ ამ ხასიათის გამო მინჰოს ვგავარ, „ლაბირინთში მორბენალი“-დან. თუმცა მხოლოდ მინჰო არ შემესაბამება. იმდენად ჩამოუყალიბებელი ვარ, რომ ვერც კი ვარჩევ თუ რომელი პერსონაჟია ჩემი ზუსტი „მე“. აი, ზუსტად აქ გამოიხატება ჩემი ცვალებადობა, ვით მშვენიერი გაზაფხულის ამინდები...
30 ოქტომბერი, 2015 წ.
სრულად