მეორე ტური (2019)
ფეხბურთის მოთამაშე
არჩ. 16
ბიოგრაფია


მე ვარ არჩ.


ეს არ არის ჩემი ფსევდონიმი, მე ასე მქვია, ოღონდ - ნახევრად. ჩემი სახელიც ისეთივე ნახევარია, როგორიც მე თვითონ. ქართულად არის სამი სიმბოლო, ლათინარად კი - ოთხი გამოდის - arch.


არც არაფერი დამიწერია არასდროს, გამოქვეყნებაზე ხომ არც მიფიქრია.


არაფრით არ ვარ გამორჩეული, ვარ ისეთივე, როგორიც ყველა.


დავიბადე თბილისში, უჩვეულო, თუმცა საინტერესო დროს - ცვლილებების დროს. დავწერე იმიტომ, რომ გავთავისუფლდე; შიგნით რაც დაგროვდა, გარეთ გამომაქვს, რადგან თავს ასე უფრო მსუბუქად ვგრძნობ.





სინოპსისი



ეს არის ამბავი ცვლილების შესახებ, რომელიც ადამიანში შიგნიდან ხდება. პერსონაჟს რატომღაც გმირს ვერ ვუწოდებ, რადგან საგმიროს არაფერს აკეთებს. ის ეძებს ლოგიკას აურზაურში, აქვს ბევრი კითხვა, რომელსაც ვერ პასუხობს. რაც მისთვის ადრე იყო მნიშნელოვანი, დღეს ის აზრს მოკლებული ეჩვენება. არის დაკარგული - ეძებს გამოსავალს, როგორც პატარა ზაზუნა ლაბირინთში.


ის მიატოვებს სტაბილურ სამსახურს, 25 რიცხვში ხელფასის დათვლას. იწყებს ხეტიალს, მოგზაურობას, საკუთარ თავთან კითხვების დასმას. ამას ვერ ვუწოდებ საგმიროს, თუმცა მტკივნეული შეგიძლია უწოდო.

16
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი