მეორე ტური (2019)
ყვავილები სახლთან ახლოს
თამარ გოდერიძე 10428
ბიოგრაფია




თამარ გოდერიძე - დაიბადა 1981 წლის 1 მაისს, ქალაქ თბილისში. 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობით „სამკურნალო საქმე“, 2008  წელს დაამთავრა თსსუ-ის ასპირანტურა და ამავე წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „მეტაბოლური სინდრომის გამოვლენის სიხშირე სიმსუქნის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში საქართველოს რეგიონების მიხედვით“; 1995 – 2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო მუსიკალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში ფორტეპიანოს განხრით.






არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სალექციო კურსი მოიცავს ზოგად პათოლოგიას, კლინიკურ უნარებს, ფარმაკოლოგიასა და საოჯახო მედიცინას.






2012 წლიდან 2014 წლამდე იყო საოჯახო მედიცინის ცენტრის - „მედიჰელფის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი.






არის ერთი სადოქტორო დისერტაციისა და 8 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.






მაქვს პრაქტიკოს ექიმად მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. 2012 წლიდან დღემდე არის სადაზღვევო კომპანია „არდის“ და კლინიკა „მედიქალჰაუსის“ წამყვანი ოჯახის ექიმი;  კლინიკების „აქსა მედიქალი “ და „American Medical Centers“   ექიმი-ენდოკრინოლოგი.






დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.










სინოპსისი








ნაწარმოები არ მიეკუთვნება კლასიკურ მიმდინარეობას. უხვადაა ჩართული პოეტური ელემენტები, რაც მას განსაკუთრებულ თავისებურებას სძენს. მოთხრობილია ობლობაში გაზრდილი ადამიანის ისტორია, რომელიც დამოუკიდებლად გაიკვლევს გზას და ცხოვრების ასპარეზზე წარმატებული ადამიანის სტატუსით წარმოჩინდება, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს რომ თურმე ცხოვრების დიდ განსაცდელთან მოუწია შეჯახებამ, განსაცდელები მანამდეც ბევრი ყოფილა მის ცხოვრებაში, მაგრამ ეს ყველაზე მტკივნეულია მისთვის - სისხლის დაავადებას დაუდგენს ექიმი. მნიშვნელოვანია რომ პერსონაჟებს არ აქვთ სახელები და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ისინი ირიბი მნიშვნელობით გადატანილი - შერქმეული სახელებით არიან მოხსენიებულნი; მაგ. ექიმს „თეთრი ხალათი“ ჰქვია, წამალს „მშველელი“ და ა.შ.. ასახულია დღეისათვის საზოგადოდ ცნობილი - დისკომუნიკაციის ან ხელოვნურად შეზღუდული კომუნიკაციის პრობლემა ექიმსა და პაციენტს შორის, რომელიც ჩვენს რეალობაში განსაკუთრებულად მწვავედ არის გამოხატული მძიმე დაავადებების  შემთხვევაში. მოთხრობილია მოზარდობის პერიოდში სევდიანად დასრულებული ცალმხრივი სიყვარულის ისტორიის შესახებაც, რომელიც კიდევ იჩენს თავს და ბედის ირონია კვლავ შეახვედრებს ერთმანეთს ამ ორ ადამიანს ისევ და ისევ უკურნებელი დაავადების წყალობით. საინტერესოდაა გადაწყვეტილი თუ როგორ აღმოაჩენს მთავარი გმირი საკუთარ თავში ძალას რომ არ დანებდეს და იბრძოლოს, თუმცა ჩანს რომ მანამდე არაერთხელ დარია ხელი პესიმისტურმა განწყობამ. ნაწარმოების რამოდენიმე მონაკვეთში წარმოჩენილია ერთ სიბრტყეზე განლაგებული რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტის -  სიმძიმის, რწმენის, უიმედობის და იმედის თანაარსებობა.

10428
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი