პირველი ტური (2017)
მოკალი შუამავალი ანუ აცდენილი ხაზები
მალხაზ ასლამაზიშვილი 498
დავიბადე 1955 წლის 28 ივლისს თბილისში. 1984 წელს დავამთავრე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, დრამის რეჟისორის სპეციალობით. 1983 წლიდან ვმუშაობდი დამდგმელ რეჟისორად სოხუმის, თელავის, ჭიათურის, ზესატაფონის, ცხინვალის, მესხეთის, ახმეტელის და მარჯანიშვილის თეატრებში. დადგმული მაქვს ოცდაათზე მეტი სპექტაკლი, გადაღებული მაქვს რამდენიმე ფილმი. ვმუშაობდი სხვადასხვა ტელევიზიაშიც. ვიყავი ტელეკომპანია ,,მირ"-ის, ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის" და ,,პირველი კავკასიურის" სამხატვრო ხელმძღვანელი. 2009 წლიდან სპეციალობას ვასწავლი კინო და ტელერეჟისორებს, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული მაქვს სტატიები, ორი მოთხრობა და პიესები. დაწერილი მაქვს რამდენიმე კინო სცენარი და ერთი რომანი. ძირითადად ვწერ სცენარებს და პიესებს. ჩემი პირველი მოთხრობა ,,ილა" დაიბეჭდა ,,ლიტერატურულ პალიტრაში" 2008 წელს. კონკურსში ვმონაწილეობ იმოტომ, რომ მსურს გავიგო მკითხველის მოსაზრება ჩემი შემოქმედების შესახებ და ეს კონკურსი საუკეთესო საშუალებაა ნაწარმოების ფართო მასებისთვის გასაცნობად.
პირველი ნაწილი პირველი ნაწილი
498
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი