image
ვიქტორ ჰიუგო
წლები: 26 თებერვალი 1802 - 22 მაისი 1885
აღწერა:
ვიქტორ-მარი ჰიუგო (ფრანგ. Victor-Marie Hugo, IPA viktɔʁ maʁi yˈɡo; დ. 26 თებერვალი, 1802 ბეზანსონი – გ. 22 მაისი, 1885 პარიზი) — ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.

საფრანგეთში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის „განჭვრეტა“ და „საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო, ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე პოლიტიკის, სოციალური თუ ხელოვნების მიმდინარეობების თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება.
Email
ავტორის წიგნები