image
ელის სიბოლდი
წლები: 6 სექტემბერი 1963
აღწერა:
ელის სიბოლდი ვისკონსინში (აშშ-ს ცენტრალური ნაწილი) დაიბადა, ფილადელფიის გარეუბანში (ამერიკის აღმოსავლეთის შტატ პენსილვანიაში) გაიზარდა და ამჟამად კი სან-ფრანცისკოში ცხოვრობს (კალიფორნიის შტატში) მეუღლესთან, მწერალ გლენ დევიდ გოულდთან ერთად.

მწერალი სირაკუზის უნივერსიტეტში სწავლობდა (ნიუ იორკის შტატში), შემდეგ ჰიუსტონის (ტექსასის შტატი) უნივერსიტეტშიც ირიცხებოდა, ბოლოოს კი მანჰეტენზე გადასახლდა (ქალაქ ნიუ-იორკში), სადაც რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. ნიუ-იორკში ის ძირითადად მიმტანად მუშაობდა რამდენიმე დაწესებულებაში.
სწორედ ამ პერიოდში იწყებს ელის სებოლდი მწერლობას. ის ცდილობს, შექმნას თავისი ინდივიდუალური სტილი, იპოვოს თავისი ”ნიშა” ლიტერატურაში. თუმცა, ადრეულ ნაწარმოებებს მწერლისთვის წარმატება არ მოუტანია.
მანჰეტენიდან სებოლდი სამხრეთ კალიფორნიაში გადავიდა, სადაც არტისტების კოლონიაში მუშაობდა დამხმარედ. ამ კოლონიაში, ძირითადად, ხელოვანი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებიც მთელი დღეების მანძილზე ხელოვნების ნაწარმოებებს ქმნიდნენ და ერთმანეთთან საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე. ელისს, რომელსაც დიასახლისობა ევალებოდა, ხის ქოხში ცხოვრობდა, რომელშიც ელექტრონათურაც კი არ ჰქონდა.მისი ხელფასი კი 400 დოლარზე ნაკლები იყო. პარალელურად მან კალიფორნიის უნივერსიტეტში (ქალაქ ირვინში) მიიღო ნატიფ ხელოვნებათა მაგისტრის ხარისხი.
მისი ყველაზე ცნობილი რომანია ”საყვარელი ძვლები”, რომელიც ელის სებოლდმა თავის ძველ ჩანაწერებზე დაყრდნობით შექმნა და მასში ავტობიოგრაფიული ელემენტებიც ჩართო. კრიტიკოსების ნაწილი ამ ნაწარმოებს ძლიერს და შემზარავს უწოდებს. ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს რომანი ძალიან მძაფრი, საშიში და სევდიანია, თუმცა, მასში ადამიანის საუკეთესო მიდრეკილებებია ხაზგასმული, ისეთები, როგორიცაა სიყვარული და ბედნიერებისკენ სწრაფვა.
გამოსვლისთანავე ”საყვარელი ძვლები” ამერიკელი ახალგაზრდების (და არა მხოლოდ მათი) საყვარელი წიგნი გახდა. ეს რომანი ხუთი კვირის მანძილზე ინარჩუნებდა Time-ის ბესტსელერების სიის პირველ ადგილს, 2009 წელს კი პიტერ ჯექსონმა ამ ნაწარმოების მიხედვით, ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს მარკ უოლბერგი, რეიჩელ უაიზი და სიუზენ სერენდონი თამაშობენ.
Email
ავტორის წიგნები