image
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
წლები: 3 იანვარი 1892 - 2 სექტემბერი 1973
აღწერა:
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი (ინგლ. John Ronald Reuel Tolkien [dʒɒn ˈɹɒnld ˈɹuːəl ˈtʰɒlkiːn] [1]; დ. 3 იანვარი, 1892 – გ. 2 სექტემბერი, 1973) — სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც წიგნების „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ ავტორი. იგი იყო ანგლო-საქსონური ენის (1925-1945 წლებში) მკვლევარი და პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი (1945-1959). ტოლკინი იყო კლაივ ლუისის მეგობარი — ორივე იყო ლიტერატორთა მცირე ჯგუფ „ინკლინგების“ წევრი.

„ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ გარდა, მან დაწერა მითოლოგიური ჟანრის „სილმარილიონი“ და სხვა წიგნები, რომელთა ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ყველაფერი ერთად მეტწილად დაფუძნებულია გამოგონილ და რეალურ ამბებზე, გამოგონილ ენებზე და ლიტერატურულ ესეებზე, რომლებიც მოგვითხრობენ არდის სამყაროზე და შუახმელეთზე. ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ, ამ წიგნების გამოცემაზე მუშაობდა მისი შვილი კრისტოფერ ტოლკინი.

ტოლკინის ნაწარმოებმა გავლენა იქონიეს მსოფლიო ლიტერატურაზე, უპირველეს ყოვლისა, ე. წ. „ფენტეზის“ ჟანრზე, ასევე ხელოვნების სხვა დარგებზე.
Email
ავტორის წიგნები