image
ედგარ ალან პო
წლები: 19 იანვარი 1809 - 7 ოქტომბერი 1849
აღწერა:
დაბადების სახელი - ედგარ პო. ახალგაზრდობაშივე დაობლდა, როდესაც მშობლების გაყრის შემდეგ დედა გარდაეცვალა. ჯონ და ფრენცის ალანებმა აიყვანეს პო ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდიდან, თუმცა შვილად აყვანის საკითხი ოფიციალურობამდე არასოდეს მისულა. ედგარ ალან პომ განათლების მისაღებად გადაწყვიტა, რომ ჩაებარებინა ვირჯინიის უნივერსიტეტში, მაგრამ უსახსრობის გამო, სწავლაზე ხელი პირველივე სემესტრში აიღო. პომ გადაწყვიტა, რომ ნებაყოფლობით წასულიყო ჯარში, სადაც მისი კურსანტობა წარუმატებლად დასრულდა უესტ ფოინთში, რომლის შემდეგაც მის და ალანებს შორის არსებული კავშირი სამუდამოდ დაირღვა. საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო ნაშრომების გამოქვეყნება, პირველ სვლას წარმოადგენდა ანონიმური პოემების მცირე კრებული - „თემურ-ლენგი და სხვა პოემები“ (1827), რაც ქვეყნდებოდა „ბოსტონელის“ ფსევდონიმით.
Email
ავტორის წიგნები