image
კარლოს ფუენტესი
წლები: 1928 - 2012
აღწერა:
მექსიკელი მწერალი და ესეისტი. იგი ავტორია ნაწარმოებებისა: „არტემიო კრუსის სიკვდილი“ (1962), „აურა“ (1962), „ბებერი გრინგო“ (1985), „უშობელი კრისტოფერი“ (1987) და სხვა. მისი გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნებულ წერილში „The New York Times-მა“ ფუენტესი დაახასიათა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანო მწერალი ესპანურენოვან სამყაროში“ და აღნიშნა მისი მნიშვნელოვანი ღვაწლი „ლათინოამერუკული ლიტერატურის ბუმში“ 1960-70-იან წლებში. ხოლო „Guardian-მა“ მას „მექსიკის ყველაზე ცნობილი რომანისტი“ უწოდა. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის „მიგელ დე სერვანტესის პრემია“ და მექსიკის უმაღლესი პრიზი — „ბელისარიო დომინგეზის ღირსების ორდენი“. მას ხშირად ასახელებდნენ ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის, თუმცა იგი არასდროს მიუღია.
Email
ავტორის წიგნები