image
ალბერ კამიუ
წლები: 7 ნოემბერი 1913 - 4 იანვარი 1960
აღწერა:
ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, აბსურდის ფილოსოფიის წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957). დაიბადა მონდოვიში, ალჟირი, ფრანგ ალჟირელთა ოჯახში. დედა წარმოშობით ესპანელი იყო. მამა, ლუსიენი, მარნის ბრძოლაში დაიღუპა 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს. ბავშვობა კამიუმ ალჟირის ღარიბ უბანში, ბელკურში გაატარა. ის დედამ გაზარდა, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა და წერა-კითხვის უცოდინარი იყო 1923 წელს კამიუ ლიცეუმში ირიცხება, შემდეგ კი ალჟირის უნივერსიტეტში. ახალგაზრდობაში იყო ფეხბურთელი, მეკარე და თეატრალური დასის წევრი, თუმცა 1930 წელს ტუბერკულოზით დაავადების გამო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდიდან წასვლა და საღამოს განყოფილებაზე გადასვლა მოუწია. 1935 წელს ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს იღებს, 1936 წლის მაისში კი იცავს სამაგისტრო თეზისს პლოტინუსსა და ნეოპლატონიზმზე. 1934 წელს კამიუ საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შედის, უფრო ესპანეთის პოლიტიკური სიტუაციის გამო, ვიდრე მარქსიზმ-ლენინიზმის დოქტრინის იდეების მხარდაჭერით. 1936 წელს ალჟირის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი ალჟირის საფრანგეთისგან განთავისუფლება იყო. კამიუ უერთდება ალჟირის სახალხო პარტიას (Le Parti du Peuple Algérien), რის გამოც მას კომუნისტ ამხანაგებთან უთანხმოება მოუხდა. შედეგად, ის ტროცკისტად გამოაცხადეს. 1934 წელს კამიუ ცოლად სიმონ ჰის, ცნობილ ნარკომანს, ირთავს, თუმცა მათი ქორწინება მალევე წყდება სიმონის ღალატის გამო. 1935 წელს ის აფუძნებს „მშრომელთა თეატრს“ (Théâtre du Travail, მოგვიანებით გადაერქვა Théâtre de l'Equipe), რომელმაც 1939 წლამდე იარსება. ამავე პერიოდში ის სოციალისტურ გაზეთებში მუშაობს და მათთვის პუბლიკაციებს წერს, ძირითადად გლეხთა მწირ ცხოვრებაზე. საფრანგეთის ჯარში ის ტუბერკულოზის გამო არ ჩარიცხეს. 1940 წელს კამიუ ცოლად ირთავს ფრანსინ ფორს, პიანისტსა და მათემატიკოსს. 1945 წლის 5 სექტემბერს მათ ტყუპები - კათერინ და ჟან კამიუები შეეძინათ. ამავე წელს კამიუ იწყებს მუშაობას ჟურნალში Paris-Soir (საღამოს პარიზი). მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კამიუ პაციფისტია, თუმცა ის პარიზში იმყოფებოდა ვერმახტის დროს. 1941 წლის 15 დეკემბერს კამიუ გაბრიელ პერის დახვრეტის მომსწრე გახდა, რამაც დასაბამი მისცა მის გერმანელთა წინააღმდეგ ამხედრებას. მომდევნო წლებში პარი-სუას დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად ბორდოში გადადის. ამავე წელს ის ასრულებს თავის პირველ წიგნებს - „უცხო“ და "სიზიფეს მითი". 1942 წელს ცოტა ხნით ორანში, ალჟირში, ბრუნდება.






Email
ავტორის წიგნები