image
დეშილ ჰემეთი
წლები:
აღწერა:
დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი - 1894 წელს ამერიკაში, მერილენდის შტატში დაიბადა. სკოლა 13 წლის ასაკში მიატოვა და ბევრი სამსახური გამოიცვალა, სანამ მუშაობა ალან პინკერტონის დეტექტიურ სააგენტოში არ დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, მაგრამ ჯერ ესპანური ციებით, ხოლო შემდეგ ტუბერკულოზით დაავადდა და სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა. აქ მან მომავალი მეუღლე, მედდა ჯოზეფინ დოლანი გაიცნო. სწორედ მას მიუძღვნა მწერალმა „მალტის შევარდენი“, რომლის მიხედვითაც 1941 წელს ფილმიც გადაიღეს. თავისი ხუთივე დეტექტიური რომანი ჰემეთმა გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში, სან-ფრანცისკოში დაწერა. სწორედ ამიტომ, მის რომანებში მოქმედება, უმთავრესად, ამ ქალაქში ვითარდება. დეშილ ჰემეთი 1961 წელს ნიუ-იორკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ომის ვეტერანი მწერალი არლინგტონის სასაფლაოზეა დაკრძალული.
Email
ავტორის წიგნები