image
კეს მორგანი
წლები: 21 ივლისი 1984
აღწერა:
კეს მორგანმა ლიტერატურა ბრაუნსა და ოქსფორდში შეისწავლა, ახლა კი ბრუნკლინში ცხოვრობს და მუდმივად შიშობს, "იკეას" წიგნების თარო არ გადმობრუნდეს და სამეცნიერო ფანტასტიკისა და ვიქტორიანული რომანების გროვაში არ ჩაიმარხოს. სამეცნიერო ფანტასტიკა მისი ყველაზე საყვარელი ჟანრია. თავადაც ამ ჟანრში წერას ანიჭებს უპირატესობას. მის რომანს "100" გამოსვლისთანავე უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. წიგნის მიხედვით მალევე გადაიღეს ამავე სახელწოდების სერიალი, რომელმაც მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანს. ამჟამას კერ მორგანი "100-ის" გაგრძელებაზე მუშაობს. ამბობს, წიგნის დასრულებას მაშინ შევძლებ, როგორც კი შესაფერის "ყავის სახლს" ვიპოვი, სადაც უქმეებზე უფლებას მომცემენ, ლეპტოპი ჩავრთოო.
Email
ავტორის წიგნები