image
გ. კ. ჩესტერტონი
წლები: 1874 - 1936
აღწერა:

ინგლისელი მწერალი გილბერტ კით ჩესტერტონი ლონდონში დაიბადა. ჯერ სამხატვრო სკოლაში ეუფლებოდა ილუსტრატორის პროფესიას, შემდეგ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში გაიარა ლიტერატურის კურსები. სიყმაწვილეში გატაცებული იყო ოკულტიზმით, თუმცა შემდგომ ქრისტიანული რელიგიით დაინტერესდა და კათოლიკედ მოინათლა. ჩესტერტონი ასეულობით ლექსის, მოთხრობისა და ესეს ავტორია, თუმცა საყოველთაო პოპულარობა მას მამა ბრაუნზე დაწერილმა დეტექტიური მოთხრობების ციკლმა მოუტანა, რომელსაც 24 წლის განმავლობაში აქვეყნებდა.

Email
ავტორის წიგნები