როგორ შევაგროვოთ ცნობილი ტილოების კოლექცია, თუ მილიონრები არ ვართ?
როგორ შევაგროვოთ ცნობილი ტილოების კოლექცია, თუ მილიონრები არ ვართ?
როგორ შევაგროვოთ ცნობილი ტილოების კოლექცია, თუ მილიონრები არ ვართ?
02 დეკემბერი, 2018 წ.
დაამშვენეთ თქვენი სახლი ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის და სხვა უდიდესი მხატვრების შედევრებით!

თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული ამ უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება.

თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს,  რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

პროექტის ფარგლებში ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.

შერჩევის პროცესი საკმაოდ მარტივია, შედეგი კი მართლაც განსაკუთრებული.

" - ხელმოკლე ადამიანს, რომელიც ხელოვნებაზე გიჟდება, შეუძლია მუზეუმებში ყოველდღე მივიდეს და რემბრანდტის, სეზანის, დეგას ან ენგრის, ასევე ხელოვნების შუასაუკუნოვანი ნიმუშებით რამდენ ხანსაც გაუხარდება, უსასყიდლოდ დატკბეს.
- ეს მას ალბათ არ დააკმაყოფილებს და მოუნდება, ერთ-ერთი მათგანის მფლობელი გახდეს, რათა ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით, მისი ყურებით დატკბეს, - არ ვეშვებოდი მე.

- ხელოვნების ასეთ მოყვარულს შეუძლია, პასტელითა და ფანქრით შესრულებული ნახატების ნაბეჭდი ილუსტრაციები იყიდოს, - უდრტვინველად მომიგო ზილვერსმა, -  დღესდღეობით ისეთი კარგი ასლები იბეჭდება, რომ კოლექციონერებიც კი ... ისე ყიდულობენ, როგორც ორიგინალებს."

ერიხ მარია რემარკის "აჩრდილები სამოთხეში"

გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას ჩვენს ვებ-გვერდზე, პირადად შეარჩიეთ თქვენი სასურველი მაქსიმუმ 12 მხატვარი, შემდეგ კი მათი ტილოები და მიეცით ხმა.

ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია გაზეთ "კვირის პალიტრის", სხვადასხვა პოპულარული საიტებისა და ჩვენი ქოლცენტრის მეშვეობით ნომერზე: 2 48 68 44.

დაიბეჭდება ყველაზე მეტი ხმის მქონე ტილოები! ამიტომ უგულშემატკივრეთ თქვენს საყვარელ მხატვრებს, რათა აუცილებლად მოხვდნენ 12 რჩეულში!

მალე! „კვირის პალიტრის“ მკითხველს ექნება შესაძლებლობა სპეციალურ ფასად შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი ნახატები ყოველთვიურად, 2019 წლის იანვრიდან და შექმნას დიდი მხატვრების შედევრების საკუთარი კოლექცია.

შერჩევის ეტაპები დეტალურად:

I ეტაპი
  • გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას და შეარჩიეთ თქვენი რჩეული მაქსიმუმ 12 მხატვარი. (თქვენს მიერ შერჩეული მხატვარი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არაუმეტეს 12-ისა)
  • მხატვრების შერჩევა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 1-ლი  დეკემბრიდან.
  • ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ

II ეტაპი
  • 10 დეკემბრიდან კი უკვე არჩეული 12 მხატვრის ტილოების შერჩევის პროცესი დაიწყება.
  • გახსენით მხატვრის პროფილი ვებგვერდზე, აარჩიეთ თქვენთვის სასურველი 3 შედევრი და მიეცით ხმა.
  • მიღებული ხმების მიხედვით, აირჩევა თითოეული მხატვრის ყველაზე მოთხოვნადი 3-3 ტილო, რომლებიც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრს ნომერზე: 2 48 68 44.

ელფოსტაბეჭდვა