მხატვარი
კლოდ მონე 7152
კლოდ-ოსკარ მონე (1840-1920) იმ ფერწერული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალაა, რომელმაც სათავე დაუდო იმპრესიონიზმს, როგორც ახალ მიმდინარეობას. რენუართან ერთად იგი ამ მიმდინარეობის წინამძღვარია. ხატავს ისე, როგორც ცხოვრობს: ვნებითა და თავგანწირვით. ცოდნისა და ექსპერიმენტის ბოლო ზღვრამდე მიყვანით მონე რეალობად აქცევს ყველაზე გაბედულ ოცნებებს. მაგალითად, ასეთია მისი სახელგანთქმული `ჟივერნის ბაღი~, სადაც ეგზოტიკური ყვავილებისა და წყლის ერთობლიობა გასაოცარ სანახაობას ქმნის, რომელსაც მხატვარი თავის უკანასკნელ ტილოებზე უკვდავყოფს. შემოქმედებითი ენერგიით ჭარბად დაჯილდოებული მონესათვის არც ერთი პროექტი არ არის ამბიციური, სწორედ ამიტომ ქმნის ისეთ შემოქმედებას, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა XX საუკუნის ხელოვნებაში.
7152
მონე 6
744
ქალები ბაღში
570
შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა
2346
ქალი ქოლგით
1587
წყლის ლილიები
1534
ყაყაჩოების მინდორი არჟანტეაში
2603
მონე 3
635
მონე 2
187
მონე 1
142