მხატვარი
დალი 8491
აპრილის გამარჯვებული
სალვადორ დალის (1904-1989), ესპანელ ფერმწერს, გრაფიკოსს, მოქანდაკეს, რეჟისორსა და მწერალს, სიურრეალიზმის გენიას უწოდებენ. მრავალმხრივი ნიჭის მქონე შემოქმედმა დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებაზე. რასაც უნდა მისწვდენოდა ოსტატის ხელი, უცილობლად შედევრი იბადებოდა, _ იქნებოდა ფოტოგრაფია, კინემატოგრაფი, მულტიპლიკაცია, ლიტერატურა თუ რეკლამა. კატალონიელ მხატვარს ევიწროებოდა თავისი დროება: საოცარი გონებისა და წარმოსახვის წყალობით ის საგანთა და თვით სამყაროს არსს ჩასწვდა, დაუფარავად აშიშვლებდა საკუთარ მსოფლმხედველობას და ქმნიდა სიურრეალისტურ სურათებს, სავსეს წინააღმდეგობრივი სახეებით. გასულმა საუკუნემ მსოფლიოს არაერთი გენიოსი აჩუქა და მათ შორის სალვადორ დალი ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია.
8491
სიზმარი
180
ჯვარცმა
114
ფანჯარასთან მდგარი გოგონა
1824
სფეროების გალატეა
2257
რბილი კონსტრუქცია მოხარშული ლობიოთი
126
ნარცისის მეტამორფოზი
104
მეხსიერების მდგრადობა
2473
ბროწეულის ირგვლივ ფუტკრის ფრენით
1832
დალი - ავტოპორტრეტი
161