მხატვარი
კლიმტი 4846
გუსტავ კლიმტის (1862-1918) ცხოვრება ჰაბსბურგთა დინასტიის მეფობის უკანასკნელ წლებს დაემთხვა. ვენის მახლობლად დაბადებული მხატვარი შემოქმედებით ასპარეზზე იმ დროს გამოვიდა, როცა ავსტრიის დედაქალაქი ვენა დღითი დღე ევროპის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ქალაქი ხდებოდა. მდიდარი ბურჟუაზიის ხელშეწყობით ვენის ინტელექტუალური და შემოქმედებითი აყვავების ოქროს ხანა იდგა, რაშიც კლიმტს დიდი წვლილი მიუძღოდა. სწორედ მან მისცა შემოქმედებითი ბიძგი `სეცესიონს~ და ავსტრიულ ხელოვნებას თანამედროვეობის სული შთაბერა, მძლავრი ენერგიით დამუხტა იგი. ისტორიული თემებით გატაცების შემდეგ, ფერწერა ალეგორიული, მგრძნობიარე, მეოცნებე და დეკორატიული სიმბოლიზმით გააღრმავა და ძალზე ინდივიდუალურად მიუდგა ევროპული ავანგარდის მიღწევებს. კლიმტის ფერწერა, რომელიც ისეთივე ბრწყინვალეა, როგორც ის ისტორიული ეპოქა, რომლის დროსაც ის იშვა, კვლავაც ორიგინალური, თავისებური და განუმეორებელია.
4846
გუსტავ კლიმტი 10
58
გუსტავ კლიმტი 9
607
ივდით I
84
კოცნა
1462
გუსტავ კლიმტი 6
99
დანაე
594
ადელე ბლოხბაუერის პორტრეტი
250
გუსტავ კლიმტი3
793
გუსტავ კლიმტი2
126
ფრიცა რიდლერის პორტრეტი
46