მხატვარი
პიკასო 5903
პაბლო პიკასოს (1881-1973), ეროვნებით ესპანელი ფრანგი მხატვრის, შემოქმედე­ბამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, მან რთული გზა გაიარა. ალ­ბათ, არ მოიძებნება მხატვარი, რომელზეც ამდენს კამათობდნენ და კამა­თო­ბენ დღესაც, _ ზოგი ქებას ასხამს, ზოგი კი განაქიქებს. რესპუბლიკურმა ესპა­ნეთმა ის პრადოს მუზეუმის დირექტორად დანიშნა, პოლონეთმა ორდენით დააჯილდოვა, ჰიტლერმა მისი ნამუშევრების მუზეუმებიდან გატანა ბრძანა, ტრუმენმა კი მის ხელოვნებას `გამრყვნელი~ უწოდა. მის ცხოვრებასა და შემოქ­მედე­­ბაზე ასეულობით წიგნი დაიწერა, მას უძღვნიდნენ ტრაქტატებსა და პოემებს. მისი ნამუშევრები მსოფლიოს თითქმის ყველა დედაქალაქის მუზეუმებშია დაცული. პიკასო _ მხატვარი, მოქანდაკე, თეატრალური დეკორატორი, გრაფიკოსი და კერამიკოსი _ იყო დიდოსტატი თავისი შემოქმედების ყველა ეტაპზე: ცისფერ, ვარდისფერ, მოდერნისტულ, კუბისტურ, კლასიცისტურ თუ სიურრეალისტურ ეპოქებში.
5903
გერნიკა
458
კოცნა
1125
პოლი არლეკინის კოსტუმში
944
ორი ქალი გარბის პლაჟზე
112
ამბრუაზ ვოლარის პორტრეტი
208
ავინიონელი ქალიშვილები
821
ცირკის მსახიობთა ოჯახი
117
გლახაკები ზღვასთან
681
ჩაფიქრებული არლეკინი
309