მხატვარი
ველასკესი 2775
ესპანური ბაროკოს ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი დიეგო დე სილვა ი ველასკესი (1599-1660) ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია. ის არა მარტო არაჩვეულებრივი ოსტატობით ფლობდა ფუნჯს, არამედ თავისი დროის უბადლო მემატიანეც გახლდათ. ესპანეთის მეფის, ფილიპე IV-ს კარზე მოღვაწეობისას საოცარი სიღრმით ჩასწვდა როგორც თავისი მოდელების ფსიქოლოგიას, ისე XVII საუკუნის ესპანეთის საზოგადოებაში არსებულ წინააღმდეგობებს. მის ფერწერაში ცხადად აღიბეჭდა ჰაერში მსუბუქად მოლივლივე ფერები და ბუნების ყოვლისმომცველი ძალა. მის ტილოებზე ჩანან მეფეები და წვრილი მოხელეები, მაღალი წრის ქალბატონები და რაინდები, ქონდრისკაცები და მსახიობები, ღატაკები და ოლიმპოს ბინადარი ღმერთები, ურიცხვი პერსონაჟი, რომელთა უკვდავი დიალოგი მაყურებელთან დღესაც გრძელდება.
2775
ველასკესი 10
99
ველასკესი 9
315
ველასკესი 8
114
ველასკესი 7
9
ველასკესი 6
313
ველასკესი 5
301
ველასკესი4
20
ველასკესი 3
9
ველასკესი 2
233
ველასკესი 1
54