მეორე ტური (2020)
დამიჯერე, არ დამიჯერო...
დარინა აბულაძე 1168

ბიოგრაფია






მე, დარინა აბულაძე  ზვიადის ასული  1993 წლის 4 იანვარს უნებურად მოვევლინე თეთრად გადაპენტილ მშობლიურ ბათუმს. იანვრისეული ცივი ხასიათით. დავიბადე ირგვლივმყოფთათვის სასურველ   და საოცნებო გოგონად. როგორც კაცობრიობას, ჩემს მეხსიერებასაც წაშლილი აქვს  ფიქრები, - მიხაროდა  თუ არა მოსვლა იმ წამს და... არც ის მახსოვს, რა დავინახე პირველად, რა გავიგონე  ან  სინამდვილეში რა მატირებდა. პირველი წამები  ვიცი ,  როგორც  დედის თვალით აღბეჭდილი სურათი. ხშირად ვფიქრობ, პირველივე  წამიდან, რომ გვეცხოვრა საკუთარი აზრებითა და წარუშლელი მოგონებებით,  ნეტავ მაშინ როგორ წარიმართებოდა ცხოვრება...


ვცხოვრობ მშობლებთან და და-ძმასთან ერთად  გალაქტიკურ ოჯახში. თითოეული ოჯახის წევრი ერთმანეთისგან სრულიად განვსხვავდებით განწყობებით, მიზნებით, უნარ-ჩვევებით.                                                                                                                                                      8 წლის ასაკში ჩემი სათამაშო თოჯინები ,,ცოცხალმა თოჯინამ“, ჩემმა დამ, თამარმა ჩაანაცვლა. მოლეკულასავით შემოიჭრა ჩვენს ოჯახში,  შემოიტანა სიყვარული და  მოგვევლინა ბედნიერების ვიტამინად.






ცხოვრების პირველი ეტაპის ზარმა  1999 წელს ჩამოჰკრა და  შევედი ქ. ბათუმის მე-10 საჯ. სკოლაში,ნსადაც ბოლო ზარი   2011წელს დაირეკა.






პირველივე კლასიდან მტკიცედ გადავწყვიტე მასწავლებლობა. მსურდა, დამემსხვრია სტერეოტიპები, იარლიყები.  ვყოფილიყავი ემპათიური და  სასურველი მასწავლებელი.






მიუხედავად ამისა, 2009 წლის წვიმიან დღეს,  ჩემში მამაცმმა გოგონამ გაიღვიძა და ,,სახლიდან გავიპარე“ ახალი გზის საძიებლად . ასე აღმოვჩნდი, გაზეთ ,,აჭარა P.S“-ის პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტურ სამყაროში.  პირველად მაშინ გავიაზრე, რომ უკვე დიდი გოგონა ვიყავი.






ეს მასწავლებლობაზე უარის თქმა არა, უფრო საკუთარი თავის ძიება იყო. ვეძებდი რაღაცას და არ ვიცოდი რას. ვინც ეძებს, პოულობს კიდეც და 2011 წელს ჟურნალისტიკის ბოლო კურსზე, საზაფხულო ბანაკში, ჯგუფელის დახმარებით საკუთარ თავში  აღმოვაჩინე მწერალი.         ყოველთვის მიყვარდა წერა. ჩემი განცდები,  მხატვრულად,  ჩუმად გადამქონდა დღიურებში, მაგრამ ეს განსაკუთრებულ მოვლენად  არ მიმაჩნდა.შესაბამისად არც არავის ვუზიარებდი.  მეგონა, ყველა ასე იქცეოდა.            ბანაკში კი,  შემთხვევით,ჯგუფელის მიერ წაკითხულმა ჩემმა ჩანახატმა და ბავშვების შექებამ გამათამამა.  მომცა ჯადოსნური ნივთი, კალამი და მიმახვედრა, რომ ეს იყო ჩემი სულიერი ცხოვრების გასაღები.






ბავშვობის  ოცნებისთვის ფრთების შესახმელად 2011 წელს შევედი და 2015   წელს დავამთავრე  ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიში, ქართული ფილოლოგია.






უნივერსიტეტის შემდეგ ჩემი გზა საზღაპრეთში გაემართა. აღმოვჩნდი სტუდია ბემბილენდში, მასწავლებლად.  ეს იყო ღვთის უდიდესი საჩუქარი. ბემბილენდში  ღიმცისკროვანი ბავშვების პაწუა თითებმა, ღიმილმა, სიყვარულმა, ნდობამ, ერთგულებამ, ისტორიებმა გაალხვო ჩემი გული, სითბო შემოუშვა ჩემს სულში და დაბადა ახალი  მზე გოგონა .  სწორედ საზღაპრეთში მითხრეს, რომ მზე გოგონა გახლდით და დამარწმუნეს, რომ მე   მზის ამოსვლა ვარ. ხშირად  ჩასვლაც მეძალება, მაგრამ მაინც მთელი ძალით ვებღაუჭები ცას... ვწერ და ისევ ვიწყებ კაშკაშს.






ბემბილენდში მუშაობის პარალელურად  2016 წელს დავიწყე და 2018 წელს  დავასრულე   მაგისტრატურა,  ქართული ლიტერატურის განხრით,   წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში.






როგორც მოგეხსენებათ, ყველა აღსაზრდელი ბაღის შემდეგ სკოლაში მიდის. მეც მოვირგე სასკოლო  ,,ზურგჩანთა“ და წავედი შინ, მეგასკოლაში.






ბედნიერებაა იმის განცდა, რომ ვდგავარ იქ, სადაც უნდა ვიდგე, რომ სხვაგვარად არც მინდოდა. ვდგავარ და ვწერ, ვმოგზაურობ პარალელურ სამყაროში, იქ სადაც შემიძლია წამოვწვე ცაზე, დავითვალო დედამიწაზე მოსიარულე ადამიანები, ერთ-ერთი ავირჩიო და ჩავიფიქრო სურვილი.






სულ ვწერდი და ვწერ,  მაგრამ ჩემი ნაწერების გამოქვეყნება არასდროს მიცდია, თუ არ ჩავთვლით facebook-ის პირად გვერდზე რამდენიმე ჩანახატის ან  ფრაზის დასტატუსებას...






ეს ჩემი პირველი მცდელობაა, მეგობრის დაჟინებული თხოვნით. ვღელავ, არ მინდა მეგობარს იმედი გავუცრუო. ვიმედოვნებ, რომ ამ რომანით ჩემი ცხოვრების ახალი კარები გაიღება.








სინოპსისი




ვინ ვარ?... როგორი ვარ?... რისი მწამს?... რატომ?... ხშირად აწუხებს ეს კითხვები, ევას, ისე როგორც ყველა ადამიანს.  პასუხი მარტივია -ახლო და რეალური. უბრალოდ მასზე ხმამაღლა არ საუბრობენ.                                                                                        სასორწარკვეთილი ევა აღმოაჩენს,  რომ ცხოვრებას ნიშანთა სისტემა: სახელი, ბედი, იღბალი და რიცხვები სულაც არ წარმართავს და ასეთი რწმენა ხელს უშლის ბედნიერებაში.  ამას ევა თავისი აღსაზრდელი კატოსა  და ფსიქოლოგის სეანსის დახმარებით იაზრებს.                       უფრო მეტიც, პოულობს კითხვის  პასუხს - მშობლები და ოჯახი. ადამიანები, რომლებიც გვზრდიან და გარემო, სადაც ვყალიბდებით იმად ვინც ვართ. მაგრამ გვინდა კი ასეთებად ყოფნა?!...   არა! ამიტომაც მიიწევს ევა ბედნიერებისკენ, სრულყოფილებისკენ და აღწევს კიდეც.  თუმცა   ,,დამიჯერე, არ დამიჯერო“ ასე აფასებს ნახატით  მარი ევას პროტოტიპს,  რადგან მისი  ფიზიკური სილამაზისა და სიცოცხლით სავსე მზერის მიღმა, წარსულის გაუსაძლის ტკვილსა და სევდა დაინახავს.                                                     
,,დამიჯერე, არ დამიჯერო“ ეს არის რომანი, ბავშვობის ტრამვებსა და მშობლების დამოკიდებულებაზე.   ხშირად მშობლები უნებურად უნგრევენ შვილებს ცხოვრებას და უცარიელებენ სულებს, რომლის შევსებაც  შესაძლებელია, მიტევებით, ვნებით, სიყვარულითა და მეგობრობით ისე, როგორც ამ ნაწარმოების პერსონაჟების ცხოვრებაში.










 

1168
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი