მეორე ტური (2020)
ჩემი ზღვისფერი ცამეტი
სოფიო ბიჭიკაშვილი 1327
ბიოგრაფია

მე, სოფიო გელას ასული ბიჭიკაშვილი, დავიბადე 1988 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში. მყავს დედა ელზა ქასოშვილი (რომელიც ამჟამად ემიგრაციაში საბერძნეთში) და და, ლია ბიჭიკაშვილი.


2000 წელს მამა გარდაგვეცვალა და მას შემდეგ დედა მარტო გვზრდიდა.


2005 წელს დავარმთავრე 48-ე საჯარო სკოლა, მაგრამ უსახსრობის გამო სწავლა არსად გამიგრძელებია.


მიუხედავად საშუალო განათლებისა, ცხოვრებამ ბევრად მეტი მასწავლა ვიდრე სასწავლებელი შემომთავაზებდა. ამჟამად მყავს მეუღლე (გიორგი ნინიაშვილი). ის ჩემი სტიმულია გარდა ცხოვრების სიყვარულისა.


არასოდეს მქონია წიგნის დაწერის სურვილი და მითუმეტეს კონკურსში მონაწილეობის ამბიცია, მაგრამ არის ცხოვრებაში ისეთი პერიოდები, როცა საკუთარ შესაძლებლობებს თვითონვე ვერ ვაცნობიერებთ.


წიგნის წერა დავიწყე 2019 წლის 5 ნოემბერს, ვწერე დღე და ღამე... და დავასრულე 2019 წლი 5 დეკემბერს. არ ვიცი როგორ, მაგრამ, 1 თვეში დავწერე „ჩემი ზღვისფერი ცა>“ (ჩემი ზღვისფერი ცამეტი). 30.12.2019 წ-ში მეუღლემ საჩუქარი გამიკეთა და ჩემი წიგნი დამიბეჭდა (დეგაპრინტში) (10 ცალი) და მე ოჯახის წევრებსაც ვაჩუქე რამდენიმე. წიგნის გვერდი შევქმენი ფეისბუქზე, ისე, ვიტყვი, რომ არც მიფიქრია კონკურსზე და დღევანდელობიდან გამომდინარე (Covid-19) არც კონკურსის დაწყებას მოველოდი. მინდოდა პატარა სტიმული მიმეცა იზოლირებული ადამიანებისთვის.


სინოპსისი


ყველა ემოციით სავსე წიგნი.


წიგნი იმაზე, თუ რატომ არ უნდა დანებდე და განაგრძო ცხოვრება.


ბებიის გაზრდილი, ობოლი სოფის ცხოვრება, რომელიც სულ მარტო რჩება და ღალატის შედეგად მისი „უდარდელი ახალგაზრდობაც“ მთავრდება. მისი დაცემა და წარმოდგომა, მარტოობის წლებში ნაპოვნი სიძლიერე საკუთარ თავში და ინტრიგებით სავსე ათი წელი.


„იპოვეთ საკუთარი თავი“ წიგნშიც და საკუთარ ცხოვრებაშიც!...

1327
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი