მეორე ტური (2020)
ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში?
ლუკა ხატიაშვილი 790
ბიოგრაფია


მე ვარ ლუკა ხატიაშვილი, ოცდაერთი წლის, მონპელიეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სწავლისაგან გამომდინარე ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დიდი დროის გატარება მომიწია საქართველოს საზღვრებს გარეთ, თუმცა წლის დასასრულს ვგეგმავ საბოლოოდ შინ დაბრუნებას, რაც ძალიან მახარებს.


ვარ ორი წიგნის „ადამიანითა ყოფისა“ და „შერწყმის“ ავტორი. ორივემ ბევრი მასწავლა, მაგრამ მთავარი, რაც მათი წყალობით გავაცნობიერე არის ის, თუ რამდენად მიყვარს წერა და ზოგადად  ლიტერატურა.


არ მიყვარს ბევრი ლაპრაკი ჩემს თავზე - ჩემს ნაწერს ვანდობ მეტი მოგიყვნენ ჩემზე.


სინოპსისი


ამბობენ ტალღების ხმის  მოსმენას თუ ისწავლი  ზღვა მრავალ ამბავს მოგიყვებაო.


ამბის მთავარი გმირი ბათუმელი ელია ბოლქვაძეა. წარმატებული იურისტი. მკვლელების ღირსეული მცველი. ელიაზე უკეთესად არავინ იცის, თუ რამხელა ძალა აქვთ ამბებს - მათ მოყოლასა თუ არმოყოლას.


ელიას აქვს მოსაყოლი - დიდი გზა გამოიარა, მაგრამ 45 წლის ასაკში არავინ შერჩა მოზარდი ქალიშვილი, ლენას, გარდა.  დიდხანს ეძებდა მსმენელს,  მაგრამ ვერავინ მონახა და სწორედ, ამიტომ გამოიგონა გაურკვეველი წარმოშობის ხმა, რომელსაც ხან გარდაცვლილ დედას მიაწერს, ხან კი საკუთარ იდეალებს.


სწორედ ესაა, ალბათ, ნაწერის მთავარი აზრიც - ამბების ვიტალური მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.


ელია თბილისიდან ბათუმში ბრუნდება. მიზეზი დაგაინტერესებთ - კაცი უნდა მოკლას. შურისძიების გზას ადგას და  ცდილობს ერთმანეთში აზელილ მოგონებებში გარკვევას.


მის ცხოვრებაში წვლილი ოთხმა ქალმა შეიტანა :


დედამ, რომელიც ბავშვობაში დაკარგა, მაგრამ, რომლის მონატრებამაც ის ყველაფერი  ასწავლა, რაც დროთა განმავობაში დაივიწყა.


ელენემ, რომელიც მთელი გულით უყვარდა. ელენეს მამა სცემდა, დედის ძმას კი, ღვიძლ ბიძას, მასთან თამაში უყვარდა. უფრო სწორად, მასთან არა - მის გენიტალიებთან. სწორედ ელენეს სიკვდილი


მისი მეუღლე, ნიტა, რომელსაც მალევე გაშორდა, მაგრამ რომლის წყალობითან ერთადერთი ქალიშვილი, ლენა, შეიძინა. ელიას ლენა უყვარდა, ყველაფერზე მეტად, მაგრამ სწორად ამ გადამეტებულმა სიყვარულმა ელიასა და ლენას ურთიერთობა გაანადგურა.


ელიას ბავშვობაში ერთი საიდუმლო ჰქონდა - სირინოზების არსებობის სწამდა. რა თქმა უნდა, წარსულის მოგონებებთან შეჭიდებს არც ამ მიამიტი რწმენის გახსენების გარეშე ჩაუვლია.






790
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი