მეორე ტური (2020)
ღვთაებრივი ტრაგედია
ოთო გოგალაძე 667

ბიოგრაფია

ოთო გოგალაძე, 26 წლის. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში. განათლებით - უდიპლომო ფილოლოგი. რატომღაც ვსწავლობდი ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან მივატოვე და, რაღა თქმა უნდა, აქაც  ვერ მივაღწიე ყველასთვის ნანატრ დიპლომს. ვწერ იმიტომ, რომ არ დამავიწყდეს. ამ რომანში არ არსებობს თუნდაც ერთი პერსონაჟი, რომელსაც ჩემი წარსულიდან მოგონება, ფიქრი, ან ისტორია  არ ეკუთვნოდეს. ეს არის ჩემი პირველი, და იმედი მაქვს არა უკანასკნელი, რომანის მცდელობა.


სინოპსისი


ფრანც კაფკას ,,პროცესის’’ მსგავსად, ამ ამბის მთხრობელსაც, ისევე როგორც იოზეფ კ-ს, მოულოდნელად აპატიმრებენ, თუმცა მისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ბრალდება ყველასთვის ცნობილია. მთხრობელმა კარგად იცის, რომ სრულიად უდანაშაულოა და მშვიდად ცდილობს ყველაფრის ახსნას. დროთა განმავლობაში კი ეჭვი იპყრობს და საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებული აღარაა. მისი შინაგანი განცდებისა და აზრების პარალელურად, ვხედავთ როგორ მიდიან სასამართლომდე ნაფიცი მსაჯულები. შეიძლება ასეც ითქვას - ამბავი იმაზე, რომ შეუძლებელია სიმართლე იცოდე.

667
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი