მეორე ტური (2020)
მოასწარი თავისუფლება
ფრენს გიკო 20
ბიოგრაფია


41 წლის ასაკში, იმის თქმის უფლება შემიძლია მივცე საკუთარ თავს, რომ ჩემი განვლილი ცხოვრების საუკეთესო მოვლენები ბოლო რამდენიმე წელიწადში განვითარდა. 4 წლის წინ შევქმენი ოჯახი. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილები. ბედნიერების მხოლოდ ასეთ ტალღაზე მყოფმა გავბედე ის, რაც 40 წლამდე არც მიფიქრია. მხატვრულ ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებულს, სწავლა და კარიერა, რომელიც დოქტორის აკადემიური ხარისხით და ეკონომისტის 20-წლიანი სტაჟით არის გამყარებული, იმაზე ფიქრის დროსაც კი არ მიტოვებდა, რაიმე დამეწერა.


მოთხოვნილებამ იმისა, რომ რაც მაწუხებს ასეთი ფორმით გამომეხატა, ერთი წლის წინ, მოკლე მხატვრული ჩანახატის ფორმა მიიღო, რომელიც რამდენიმე თვეში ნაწარმოებად იქცა.


პირველი ნაწარმოების წერის პროცესს, მხატვრული ლიტერატურის კითხვით მიღებული სიამოვნებისგან განცდილი ბედნიერების გამძაფრების ეფექტი ჰქონდა. მსურს, რომ ეს გამოცდილება მომავალშიც გაგრძელდეს.

სინოპსისი


ნაწარმოების პირველ ნაწილში, ლექსო, ყოველდღიურ ერთფეროვნებაზე უარის თქმის სურვილით, სამსახურიდან შესვენებაზე გამოსული, გადაწყვეტილებას იღებს აღარ დაუბრუნდეს მოსაწყენ სამუშაოს. თუმცა, ვერც კი წარმოიდგენს, თუ რამდენად მოულოდნელი გარემოება გახდება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის კატალიზატორი. საბედისწერო შეხვედრის შემდეგ, რომელიც უცნობი ადამიანის თვითმკვლელობით სრულდება, ლექსოთვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, წინასწარ პატიმრობაშიაღმოჩნდება. საიდუმლოს კი, რომელიც უცნობმა უცნაური ფორმით გაანდო, ბოლომდე ინახავს.


მეორე ნაწილში ნაწარმოების მთავარი გმირი, თინია, უცხოეთიდან თბილისში ბრუნდება. ლექსოს საბედისწერო ნაცნობთან, ცნობილ ფსიქოლოგთან წარსულში მქონე კოლეგიალური ურთიერთობები და ლექსოს მიმართ გაცოცხლებული გრძნობები, უმოქმედობის უფლებას არ აძლევს. თინია ლექსოს ბავშვობის მოგონებებს და მის უცნაურ სიზმრებსაც იხსენებს.


თვითმკვლელის ქალიშვილს, რომელიც მონასტერში იმყოფება, შეუძლია პასუხი გასცეს მამის იდუმალ თვითმკვლელობაზე კითხვებს, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ის უჩინარებდა. მისი გაუჩინარების მიზეზების ძებნა, თინიასთვის თითქოს უშედეგოდ, მისთვის ძვირფასი ადამიანისთვის კიტრაგიკულად მთავრდება.


დასკვნით ნაწილში, ლექსო, რომელიც უდანაშაულოდ სცნეს, საპატიმროს ტოვებს და თინიასთან საზღვარგარეთ მიემგზავრება. იქ ყოფნისას ისინი თვითმკვლელი ფსიქოლოგის წერილს მიიღებენ, რომელიც ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს.


20
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი