მეორე ტური (2020)
მკრთალი, წითელი ხაზები
სალომე ბლიაძე 3858
ბიოგრაფია


მე ვარ სალომე. დავიბადე 1996 წლის 3 თებერვალს. სახელი დედამ შემირჩია. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. 2014 წელს დავამთავრე თბილისის 133-ე საჯარო სკოლა, ამავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე. ამ პროფესიით რამდენიმე კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიაში ვიმუშავე. ჩანახატებს ყოველთვის ვწერდი, თუმცა არასდროს არავისთვის გამიზიარებია. 2019 წლიდან აქტიურად დავიწყე ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდის " წიგნების სამყარო" მკითხველთან ჩემი ფიქრების გაზიარება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მეუბნებიან წერა და ადამიანის ფიქრების წაკითხვა კარგად გამომდის, აქამდე წიგნის დაწერაზე არ მიფიქრია. იმედს ვიტოვებ ჩემი პირველი მცდელობა უშედეგოდ არ დასრულდება და კონკურსის დახმარებით შევძლებ წიგნის  "მკრთალი, წითელი ხაზები" გამოცემას.

სინოპსისი


"ესეც გაივლის" - ეს ის ფრაზაა, რომელსაც სკარლეტ ვილსონი, ოცდაათი წლის  მომხიბვლელი, ჭკვიანი და თვალშისაცემი გარეგნობის მქონე ქალი  ხშირად იყენებს პაციენტებთან საუბრის დროს.


პროფესიით ფსიქოლოგი ყოველთვის გულისყურით ისმენს თითოეული პაციენტის ისტორიას და ცდილობს, მასთან დასახმარებლად მისულ ნებისმიერ ადამიანს ხალისიანი, ბედნიერი და საინტერესო დღეების შექმნაში დაეხმაროს.


ნოა ჩიქოვანი,  რომლის წარსული ავღანეთის უცხო მიწაზე მსახურობის რამდენიმეწლიან ისტორიას და საყვარელი ადამიანების დაკარგვას აერთიანებს შემთხვევით ხვდება შესვენებაზე გამოსულ სკარლეტს.


მათი შეხვედრები ყოველკვირეულ ხასიათს იღებს.  როგორც საუბრებიდან ირკვევა, ნოას ბრძოლის მძიმე დღეების გავლა მოუწია, რაც საბოლოოდ იმით სრულდება, რომ ის კარგავს მის უსაყვარლეს ბავშობის ორ მეგობარს. ამ ტრაგიკული და დამღლელი დღეების შემდეგ ნოა დაუღალავად იბრძვის იმისთვის რომ ბრძოლის ველზე ისევ შეძლოს დაბრუნება, რათა გაუსწორდეს მტერს, რომელმაც მის გვერდით მებრძოლი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა.


საბოლოოდ, ისტორია რომელიც შემთხვევით  დაიწყო,  სერიოზულ და მნიშვნელოვან გადაკვეთის წერტილად იქცევა. მათ შორის შეუმჩნევლად ჩნდება ძლიერი და ბედნიერების სახელით ცნობილი გრძნობა, რომელსაც სიყვარულს ვუწოდებთ.

3858
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი