პირველი ტური (2020)
უმისამართო წერილი
მარიამ პაპიძე 1693

ბიოგრაფია

მარიამ პაპიძე, დაბადებული ქ. თბილისში 2001 წელს. 2019 წელს დავამთავრე თბილისის საერთაშორისო (ახალი სკოლა) და იმავე წელს ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე 100%-იანი დაფინანსებით. ჩემი ჰობია მოგზაურობა, იოგა და თხილამურებით სრიალი.

ჩემ ასაკთან შედარებით, უჩვეულოდ ბევრი მიმოგზაურია სხვადასხვა ქვეყანაში და ამანაც განაპირობა ის, რომ წერა შთაგონების წყარო გამხდარა ჩემთვის. ბევრი მოთხრობა  თუ ნარკვევი მაქვს დაწერილი თუმცა ისინი არ გამომიქვეყნებია. სიამოვნებას მანიჭებს ლექსების წერაც. “უმისამართო წერილი” არის პირველი ნაწარმოები, რომელიც საჯაროდ გამოვიტანე და ვიმედოვნებ მკითხველის მოწონებას დაიმსახურებს.

სინოპსისი

ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან და ვერ აცნობიერებენ იმას, თუ როგორ კლავენ საკუთარ თავში და ანადგურებენ გრძნობას, რომელიც ყველაზე ძვირფასი და დასაფასებელია მათთვის, რომელიც არასდროს მიაჩნიათ საყურადღებოდ და არ აფასებენ მანამ, სანამ არ დაკარგავენ მას.

სიყვარულს შეუძლია აღგამაღლოს და დაგამდაბლოს, ლაჩარი გაგხადოს და დევგმირადგაქციოს, მათხოვრობიდან -  მეფობამდე აგიყვანოს. ის ხომ გრძნობაა, რომელიც სუნთქვის საშუალებას გაძლევს.

და მან ეს გრძნობა ზღვას ჩააბარა, ჩააბარა სამუდამოდ, რადგან ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ღელვის სახით, გრძნობების ცაში გაჟღერება. ნიჟარა კი იქცა სიმბოლოდ, რომელმაც უნებურად უხილავი ძაფი გააბა მათ შორის და დასაკავშირებლი საგანი აღმოჩნდა მათთვის.

1693
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი