პირველი ტური (2020)
ბეტონი
ალექსანდრე ძიმისტარაშვილი 1554
ბიოგრაფია

ქუთაისში დავიბადე, 1999 წლის 22 ოქტომბერს, მაშასადამე, 20 წლის ვარ. ცხოვრების უდიდესი ნაწილიც ამ ქალაქში გავატარე და მხოლოდ სკოლის დასრულების შემდეგ გადმოვედი თბილისში, სასწავლებლად. ვსწავლობ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტი გახლავართ. პატარაობაში, ძილის წინ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავენ ხოლმე, წესით. დედაჩემი ლექსებს მიკითხავდა და მგონია, რომ სწორედ აქედან წამოვიდა ჩემი სიყვარული პოეზიისა და ზოგადად, ლიტერატურის მიმართ. შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველი ლექსი დავწერე და რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩემი ლიტერატურული კარიერის სერიოზული ნიმუში, მაგრამ მისი სტარტი ნამდვილად გახლდათ. მას შემდეგ, რაც თავი მახსოვს, ვწერ. აქამდე მხოლოდ ლექსებს ვწერდი. წარსულში გარკვეული წარმატებებიც მქონდა. 2014 წელს „გალაკტიონობა 2014“-ის გამარჯვებულიც გავხდი, საკუთარი ლექსის კატეგორიაში. 2015 წლის შემდეგ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიმიღია.

არაფერი დამიბეჭდავს, არასდროს. მხოლოდ ინტერნეტში თუ გამოვაქვეყნებდი ხოლმე ჩემ ლექსებს. ბოლო წლებში მივხვდი, რომ პოეზია აღარ აკმაყოფილებდა ჩემ მოთხოვნილებებს, ამიტომ გადავწყვიტე, პროზაზე გადავსულიყავი. როგორც აღმოჩნდა, არ არის მარტივი, მაგრამ დანამდვილებიც ვიცი, რომ არ ვარსებობ მე ლიტერატურის გარეშე და მაშასადამე, არ იარსებებს ლიტერატურა ჩემ გარეშე, რადგან წერა სურვილი არ არის, საჭიროებაა.

სინოპსისი

ბეტონი - ეს არის წიგნი თავისუფლებაზე. მის ქონაზე და მის არქონაზე. სიმძიმეებზე, რომელიც თითოეულ მათგანს ახლავს, პასუხისმგებლობებზე, დანგრევასა და შენებაზე და ადგილის დამკვიდრებაზე.

წიგნს ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს - ერთი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და საკუთარ თავს ხელახლა აშენებს. მის წინ დიდი გამოწვებია - გარდა იმისა, რომ ახალ გარემოში თავი უნდა დაიმკვიდროს, საკუთარი თავი ჰყავს შესაქმნელი. მეორე - ზრდასრული ქალია, ოცდაათიანებში, ერთი შეხედვით იდეალური ოჯახით, წესით ყველაფერი აქვს, რაზეც ადამიანები ოცნებობენ ხოლმე, მაგრამ არ აქვს ის, რაც ყველაზე უფრო სურს. მის მიღებაში ელენას უდიდესი დილემა უშლის ხელს- მიატოვოს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილი და მეორედ გაიქცეს, თუ აიღოს ხელში პასუხისმგებლობა და ეცადოს, მოცემულობაში იპოვოს ბედნიერება?!

და მაინც, რა აქვს საერთო ამ ორ პერსონაჟს?

1554
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი