პირველი ტური (2020)
ჩიხი
ანაბელ შველიძე 2380

ბიოგრაფია

დავიბადე 1995 წლის 18 თებერვალს, ჩვეულებრივ ოჯახში. გამარჯობა... ჩემი სახელია ანაბელი. დედა ბიჭს მელოდა, მაგრამ გოგო გავჩნდი. დღეს კი, სიცილით ამბობს - ყველაფერი მგონი პირიქით მოხდაო. ეს ალბათ ჩემი ხასიათის გამო - პრინციპული, ჯიუტი, ხანდახან ფიცხი და ფეთქებადი ვარ. ამიტომ დიდად არ გაჰკვირვებია, როცა სკოლის დასრულებისთანავე, საქართველოს უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. პროკურორობა მინდოდა, მაგრამ ყოველთვის წერა მიტაცებდა. წერა - ჩემი ცხოვრებაა, პერსონაჟები კი, ცხოვრების აზრი!

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვწერ და არა ერთი ნაწარმოებიც მაქვს შექმნილი, ჯერ არსად გამომიქვეყნებია. რაც შეეხება „ჩიხს“ ის... როგორ გითხრათ, განსაკუთრებულია! დიდი ხანი ვიწვალეთ ერთმანეთს რომ შევგუებოდით. მსგავსი რამ არასოდეს მომსვლია. ყოველდიურად იცვლიდა სახეს, ემოციას, განწყობას, ფერს. გაუვალი ჩიხებით მატარა უკანასკნელ წერტილამდე, რომლის სახელიც ბოლოს თავადვე დაირქვა.

სინოპსისი

ათასჯერ აიკრიფა ტექსტი და ათასჯერვე წაიშალა თვითონ. ბოლოს მაინც ისე მოყვა „ჩიხი“ ისტორიას, როგორც სინამდვილეში იყო: მილენა სარანგიძე, 26 წლის, წარმატებული ჟურნალისტი და გაზეთ „კრიმინალური ქრონიკების“ მთავარი რედაქტორია. მას, უცნობი სახლის კართან მოზრდილ კონვერტს უტოვებს, რომელშიც პატარა ბარათით 16 წლის გოგონას მიერ ნაწარმოები დღიური დევს. ჟურნალისტი ეცნობა ჩანაწერებს და ხვდება, რომ ის პირდაპირ კავშირშია, ორი წლის უკან მომხდარ, გაუხსნელ მკვლელობასთან...

რაზე საუბრობენ დღიურის ფურცლები? ვინ არის უცნობი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა? - ყველა კითხვაზე პასუხს მკითხველი გოგონას ჩანაწერებში იპოვის.ეს არ გახლავთ უბრალოდ ისტორია და არც პერსონაჟები არიან გამოგონილი გმირები...

 

 

 

 

 

2380
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი