პირველი ტური (2020)
ჩემი თვალით დანახული ცხოვრება
თამარ რობაქიძე 1810
ბიოგრაფია

მე ვარ თამარ რობაქიძე, 22 წლის. ჩემი საცხოვრებელი ადგილების სია მრავალფეროვანია. გავიზარდე ბაღდათში, შემდეგ ვცხოვრობდი თბილისში, ასევე ორი წლის განმავლობაში ვიცხოვრე  ბათუმში, ამჟამად კი ვცხოვრობ ფოთში.15  წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ წერა ჩემთვის უდიდეს სიამოვნებას წარმოადგენდა. წერის დროს გარესამყაროს ვეთიშებოდი და ჩემი გრძნობები და თითოეული განცდა ფურცლებზე გადამქონდა. ასე გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთ დღეს სხვაგვარად არ დავფიქრდი და გადავწყვიტე რომ წიგნის დაწერა მეცადა.

ჩავრთე ჩემი ღრმა ფანტაზია, გამოვიყენე ჩემივე ჩანაწერები და თითოეული გამოცდილება.ასემოულოდნელად დაიწერა ჩემი პირველი წიგნი, რომლის გამოცემაზე ჯერ არც კი დავფიქრებულვარ, თუმცა ვფიქრობ ეს კონკურსი ძალიან კარგი შანსია და გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა.

სინოპსისი

წიგნი მოგვითხრობს მწერალი ქალის ცხოვრების შესახებ, სადაც ასხულია პიროვნების სიღრმისეულიგანცდები, თუ როგორ იცვლება წრფელ გრძნობებს მოკლებული ადამიანი მხიარულ და სიცოცხლით სავსე პიროვნებად.

წიგნის მთავარი გმინი შინაგანად დეპრესიული და სევდიანი პიროვნებაა.მის ცხოვრებაში ძირითადი გარდასახვა იწყება სწორედ მაშინ, როდესაც შეხვდება ცხოვრების სიყვარულის.თითქოს თავიდან იბადება და სევდიან მეს ლაღი და სიცოცხლით აღსავსე პიროვნება ანაცვლებს, მაგრამ ბოროტი ადამიანების წყალობით აქაც აწყდება სირთულეს და იმედგაცრუებას.

როგორ უმკლავდება ახალ გამოწვევას? როგორია მისი თვალით დანახული ცხოვრება? რას ნიშნავს გიყვარდეს ან უყვარდე და როგორ შეუძლიათ ადამიანებს მარტივად დაანგრიონ სხვისი ბედნიერება? სწორედ ამ და სხვა უამრავ კითხვაზე შეგვიძლია ვიპივოთ პასუხი.

 

1810
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი