პირველი ტური (2020)
მწუხრის ვარსკვლავი
მერი ტაბატაძე 1674

ბიოგრაფია

დავიბადე ქარელის რაიონ ს. ნულში 1999 წლის 29 მაისს, ვცხოვრობ რუსთავში. 2008 წლის ომის შემდეგ დავტოვე საცხოვრებელი და დევნილად შემოვეხიზნე საქართველოს სხვა ნაწილს.

ვსწავლობ საქართველოს უნივერსისტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ვარ მესამე კურსის სტუდენტი. პარალელურად საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსსა“ და „ეკონომიკექსპრესში“ ჟურნალისტად ვმუშაობ.

აქამდე მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა არ მიმიღია და არც სადმე დამიბეჭდავს ჩემი ნაწარმოები. ჩემი და კალმის მეგობრობა ბევრ წელს ითვლის. შეიძლება ითქვას, მე და ჩემმა კალამმა ერთად გავიარეთ პერიოდი აგვისტოს ომიდან დღემდე და გადავწყვიტეთ ომის უხილავი, არაპირდაპირი გავლენის შესახებ სხვებსაც ვუამბოთ.

სინოპსისი

„მწუხრის ვარსკვლავის“ მთავარი პერსონაჟი, ვენუსი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დიდი გამოწვევების წინაშე დგება. მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა ბავშვობის მოგონებებმა, ომმა და ზრდასრულობამ. ცხოვრების თითოეულ ეტაპზე საყვარელ ადამიანებს სათითაოდ კარგავდა და მისი ჯანსაღი ფსიქოლოდიის საძირკველიდან, რომელიც მის შემთხვევაში ოჯახი უნდა ყოფილიყო, სათითაოდ იკარგებოდნენ ადამიანები.

ომი, რომელშიც ვენუსი აღმოჩნდა, ბევრად განსხვავდებოდა რეალობისგან. მან ომი გამოუცხადა საკუთარ თავს და ამ ომში თავადაც დაიკარგა. ერთადერთი ადამიანი, ვინც შესაძლოა ვენუსს ომში გამარჯვებაში დახმარებოდა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოკეტილი დედაა, რომლის მახსოვრობამაც სრულად წაშალა ვენუსის ისტორია.

და მაინც, სად არის გამოსავალი? ან საერთოდ სად გადის შესაძლებლობათა ზღვარი, იმ შემთხვევაში თუ ეს ზღვარი საერთოდ არსებობს? არის კი გზა, რომელიც მთავარ პერსონაჟს ფინიშამდე მიიყვანს? ფინიშამდე, სადაც მეორე „მე“ ელოდება.

 

შენიშვნა: ნაწარმოებში გადმოცემული ფაქტები ომის შესახებ, არ არის დაფუძნებული რეალურ ამბავზე.

1674
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი