პირველი ტური (2020)
ჰერმესის დახლიდარები
ქარდა ქარდუხი 3178
ბიოგრაფია

(ფრიდონ ქარდავა) დაიბადა 1974 წელს, ქალაქ სოხუმში. ამჟამად , ცხოვრობს ბათუმში;

1996 წელს დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალი ისტორიის განხრით.

მისი პირველი ნოველა “აღელდი პონტო” გამოქვეყნდა გაზეთ “აჭარაში” 1994 წელს. იმავე წელს მოთხრობა “ვარსკვლავმორბედი” დაიბეჭდა კრებულში “მზე მოვა ვიდრე” .

აქვეყნებდა თარგმანებს ამერიკული პოეზიიდან .

1994-1995 წწ გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის მიენიჭა ლევან გელაძის სახელობის პრემია.

2001 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალებში: “მნათობი”,  “ცისკარი”, ”ლიტერატურული პალიტრა”, ”ჭოროხი”, ”ჩვენი მწერლობა»...

2000-2004 წწ თარგმნიდა ცნობილი ამერიკელი პოეტის ედგარ ლი მასტერსის ნაწარმოებს “სფუნრივერის ანთოლოგია”. პოემა ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა გაზეთში  “ჩვენი მწერლობა”, ასევე ჟურნალ “ომეგასა”  და “ალტერნატივაში”.

“სფუნრივერის ანთოლოგიის” თარგმანისათვის მინიჭებული აქვს ჟურნალ “ომეგას” 2001 წლის პრემია.

“სფუნრივერის ანთოლოგია”  წიგნად გამოვიდა 2005 წელს.

მოთხრობა “მანსარდა თავლაში” და ემილი დიკინსონის ერთი ლექსის თარგმანი დაიბეჭდა კრებულში „ურაკპარაკი 2008“.  მოთხრობა “ნოსირი” შევიდა ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტში “ჩემი მოთხრობა”.

მონაწილეობდა გამომცემლობა ”ინტელექტის” პროექტში "ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი" ( უოლტუიტმენი, რადიარდ კიპლინგი).

2014 წელს გამომცემლობა საუნჯემ გამოსცა მისი რომანი «ძაფზე მოფარფატე სული»

2015 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული „ბატიბუტის ჩურჩხელა“

მოთხრობა „თუნთია“ 2017 წელს დაიბეჭდა „ლიტერატურულ გაზეთში“ ხოლო 2018 წელს ბულგარეთში, კრებულში „მორე“

საკონკურსოდ გამოგზავნილი რომანის პირველი ათი გვერდი, წარდგინების სახით,  დაიბეჭდა „ლიტერატურულ გაზეთში“,   2020 წლის თებერვლის 259-ე  ნომერში.

სინოპსისი

ერთი შეხედვით სათავგადასავლო რომანი, რომანის გმირი ომისშემდგომი საქართველოდან ჩადის ხმელთაშუა ზღვის წარმოსახულ კუნძულზე და 14 წელი ცხოვრობს მის პატარა ნახევარკუნძულზე- გულანშაროში. ეს ნახევარკუნძული თითქოს საქართველოს ალტერეგოა, თავისი მცხოვრებლებითა და  ისტორიით. პერსონაჟის თავგადასავალში არის  ვეფხისტყაოსნის  ეპიზოდის ალუზია, გულანშაროს როგორც ვაჭართა ქალაქის მცხოვრებთა გაორებული  მრწამსი  ხორციელსა და სულიერს შორის. სასიყვარულო ურთიერთობები რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს ადამიანთა და ქვეყანათა  ხვედრსაც  კუნზულზეც და გმირის სამშბლოშიც...  მოკლედ აბა რა გითხრათ, რაც უფრო მეტს დავწერ შეიძლება უფრო არასწორი შთაბეჭდილება შეგიქმნათ რომანზე, მიმოხილვა ხომ გაცილებით ძნელი დასაწერია თანაც საკუთარი ნაწარმოების.

 

3178
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი