მეორე ტური (2019)
ლუნამი
მარიამ ელიაშვილი 3192
ბიოგრაფია

წერას აყოლილი ქიმიკოსი  - ამ ფრაზაზე უკეთ საკუთარ თავს ვერ დავახასიათებდი. ჩემი პროფესიები ისევე შეუსაბამოა, როგორც ჩემი ცვალებადი ხასიათი. ჟურნალისტის სამწლიანი გამოცდილება (  პალიტრა მედია ჰოლდინგი, Edu.aris.ge გაზეთი „რეზონანსი“)  და ქიმიკოსის დიპლომი - ასეთია ჩემი ცხოვრების მოკლე რევიუ. მიუხედავად იმისა, რომ სულ "წერაზე ვარ" საკუთარი ბლოგი არ მაქვს, რაც ლამპიონებზე მეტად მაოცებს. სამაგიეროდ, ვწერ ბლოგებს სხვადასხვა ვებგვერდებისთვის.

სინოპსისი

წიგნს საფუძვლად უდევს მიტოვებული სახლის სარდაფში ნაპოვნი წერილები.მოქმედება  წლების წინ ჩვენ გვერდით ვითარდებოდა, თუმცა ამბავი დღემდე საიდუმლოდ რჩება. ისტორია კი იმდენად საინტერესო, დამაბნეველი და უჩვეულოა, რომ გახუნებულ ფურცლებზე მეტს იმსახურებს. ამ ამბავმა შეიძლება შეგაძულოთ ადამიანი და ამასთან გაგახსენოთ, ადამიანად დარჩენის ფასი.

ავტორი არ იცნობს უმისამართო წერილების ავტორსა თუ მისი ოჯახის წევრებს, მაგრამ მოხუცის ნაწერების წაკითხვამ მის ფანტაზიას უცნაური ლაბირინთები დაუხატა. ის საკუთარი ხედვით აცოცხლებს პერსონაჟებს და წერილებს სრულყოფილ სახეს აძლევს. ასე მოგვითხორბს ორი ოჯახის სამი თაობის ინტრიგებით სავსე ცხოვრების შესახებ.

3192
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი