მეორე ტური (2019)
ტელეპორტერი
ლევან რამაზაშვილი 1618
ბიოგრაფია

ლევან რამაზაშვილი - 25 წლის. დავიბადე თბილისში. ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე გავატარე ბავშვობა, ამჟამად ვაჟა ფშაველაზე ვცხოვრობ. სკოლის შემდეგ სწავლა აღარ გამიგრძელებია და მუშაობაზე გადავედი. რამოდენიმე ადგილას ვიმუშავე, ამჟამად ვმუშაობ ბავშვთა გასართობ ცენტრ „ლაიქში“. ანიმატორის პოზიციაზე. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათი დადებითი ენერგეტიკა ჩემსაზე კარგად მოქმედებს. საშინლად მიყვარს წიგნების კითხვა და ასევე წერაც. ვფიქრობ, წერა ერთადერთი რამ არის ჩემთვის რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ვფიქრობ, ეს ჩემი ის ნაწილია, რომლის გარეშეც მე უბრალოდ დავიკარგებოდი. ეს ჩემთვის იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ ხელოვნება. ძალიან მინდა ჩემმა ნაწერებმა მზის სხივი იხილოს. რაც შეეხება ტელეპორტერს, ის  ჯერ არსად გამომიქვეყნებია.

სინოპსისი



სიტუაცია ვითარდება თანამედროვე დროში. ეს ისტორია არის ორ ადამიანზე, ლუკასა და მარიამზე. ლუკა მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ აქვს ტელეპორტაციის უნარი, თუმცა ვერ აკონტროლებს მას. ამ უკონტროლო შესაძლებლობის გამო კი ყოველთვის რაღაც თავგადასავალში ხვდება...და საინტერესო ისაა რომ, იგი მარტო კი არ მონაწილეობს თავგადასავლებში, არამედ სხვა ადამიანებსაც ითრევს მასშიი. მას მალევე შეუყვარდება მარიამი, რომელსაც შეუძლია ლუკას ტელეპორტის კონტროლი, თუმცა არა ყოველთვის. ორივეს სურს იყოს ბედნიერი და გამოსცადონ უამრავი თავგადასავალი ერთად, თუმცა ცხოვრება არ არის მარტივი და ტელეპორტს თავისი უკუჩვენება აქვს, რის გამოც ისინი ურთულესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.

1618
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი