მეორე ტური (2019)
მწვანე, თორმეტფურცლიანი რვეული
ნინო გელოვანი 2519
ბიოგრაფია

გამარჯობა...  ვიცი ასე დაიწყებს ყველა და არ ვიცი საინტერესოდ როგორ მოვყვე ის რაც არც ისე საინტერესოა, ანუ ჩემი ბიოგრაფია.

ერთი წლის წინ  დავიწყე წიგნის წერა და  ისეთი რეალური ისტორია გამოვიდა, რომ ვკითხულობ სურვილი მიჩნდება მთავარი პერსონაჟი თავისი ემოციებითურთ მოვისროლო ფანჯრიდან.

წელს 31 წლის გავხდები და  ყველაზე მაგარი რაც ცხოვრებისგან მივიღე, ჩემი შვილები არიან. პირველი აპრილის შემდეგ ყოველ საღამოს მკაცრი ტონით მახსენებენ, რომ კონკურსისთვის წიგნი მაქვს გასაგზავნი.

პროფესიით  ფსიქოლოგი ვარ.

მოწოდებით ცხოვრებაზე , ჩემს მეგობრებზე და მაიმუნურ საჭმელებზე შეყვარებული გოგო.

ჰოროსკოპით კურო, მაგრამ ჰოროსკოპმა არ შეგაცდინოთ საშინლად ვამზადებ სადილებს. არც ფულის შეგროვება შემიძლია და არც სიმშვიდის შენარჩუნება საჭირო დროს.


ყველაზე ნამდვილი ჩემს გოგოებთან  ვარ.


ჩვენს ტელეფონებს, რომ თავში შემორტყმა "სმაილი" აქვს,  ასე მისმენენ როცა ამბავს ვუყვები.


ამბავი ბევრი მაქვს, კარგიც, ცუდიც, სასაცილოც და სულელურიც... საერთოდ ამბებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება და მე მიყვარს ის.


მე მიყვარს ადამიანები და მიყვარს ის ისტორიები, რომლებიც გზადაგზა გვხვდება.


ეს ისტორიები ბევრს გვატირებენ, ბევრს გვაცინებენ, მაგრამ ჩვენია და მათი არსად გაშვება და დავიწყება არ გვინდება.


ამ ისტორიების გარეშე კი ჩვენ ცარიელი სახელები და გვარები ვართ .


ჩემს წიგნს თავისი Facebook- გვერდი აქვს და მისი სახელწოდებაა "მწვანე, თორმეტფურცლიანი რვეული"


სინოპსისი
ერთი გოგოს ისტორია …

2519
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი