მეორე ტური (2019)
მრავალკუთხედი
გვანცა ხაბელაშვილი 400
ბიოგრაფია


მე ვარ გვანცა ხაბელაშვილი, 20 წლის. დავიბადე გორის რაიონ, სოფელ სვენეთში. ეს ადგილი ჩემთვის ზედმეტად განსაკუთრებულია. ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ვარ მესამე კურსის სტუდენტი. ასევე, დაინტერესბული ვარ ფილოსოფიით და ვსწვალობ მაინორად.

წერა დავიწყე ჯერ კიდევ მაშინ, როცა წერა არ ვიცოდი. მეხმარებოდა დედა და იწერდა ჩემ მიერ ნაკარნახევ ამბებს, რომლებსაც ძირითადად ჰქონდათ დღიურების ფორმა. პირველი  კლასიდან ვწერდი ლექსებს და ამ პერიოდიდან მოყოლებული, თითქმის ერთნაირი ინტენსივობით ვმუშაობ როგორც პროზაზე, ისე პოეზიაზეც. ჩემი ნაწერები არ გამოქვეყნებულა არსად, არასდროს. (თუ არ ჩავთვლით ლიტერატურულ ვებ-გვერდს: poetry.ge)

წერა ჩემთვის არის ის, რასაც ვერასდროს ვაკონტროლებ. არ შემიძლია ვწერო ძალდატანებით და თუ შთაგონება არ გამოჩნდა, შესაძლოა რამდენიმე წელიც კი გავიდეს ისე, რომ ვერცერთი ფრაზა ვერ გადავიტანო ფურცელზე. დავამატებდი, რომ ყველაზე დიდ ადამიანურ ძალად მიმაჩნია  - სიტყვა. ყველაზე დიდ შიშად, შიში იმისა, რომ ჩემს სიტყვას ვერ გაიგებენ.


სინოპსისი


ჩემი პირველი წიგნი არის ადამიანებზე, რომლებიც არ იცნობენ ერთამენთს.                                
ადამიანებზე, რომლებიც იცნობენ, მაგრამ შორიდან.                                                                     
ადამიანებზე, რომლებზეც ყველაფერი ვიცით, მაგრამ თავად არაფერი უწყიან ამის შესახებ.                                                  
ადამიანებზე, რომლებიც გვახსოვს და რომლებსაც ვახსოვართ.

წიგნის აღწერას, ალბათ დავიწყებდი და დავამთავრებდი შემდეგი სიტყვებით:

გამარჯობა, მე ვარ გვანცა და ძალიან მეშინია იმის, რომ ადამიანები ჩემს ნაწერებს წაიკითხავენ. სწორედ ამიტომ ვწერ  წიგნს.

400
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი