პირველი ტური (2019)
წვიმის ქალაქი
ლაშა დალაქიშვილი 400
ბიოგრაფია


ვსწავლობ თსუ-ში ფიზიკაზე, რომელიც ბევრი ადამიანის გასაოცრად ძალიან მიყვარს. მყავს მშობლები, ერთი და და რამდენიმე მეგობარი. გარდა ფიზიკისა და წერისა დაინტერესებული ვარ ხატვით, ასევე ლაშქრობითა და მუსიკით. მოკლედ, ბევრი რომ არ შეგაწყინოთ თავი თავად არ ვიცი ასე ზუსტად რა მინდა ან საბოლოოდ რა გამოვა ჩემგან, მაგრამ ვცდილობ რომ სავსე ცხოვრებით ვიცხოვრო და სხვებსაც დავეხმარო ოცნებების ახდენაში. მყავს ველოსიპედი, რომელსაც ბუცეფალი ქვია და ვცდილობ, რომ თბილისში ველოსიპედით გადაადგილების კულტურა დავნერგო. ასევე მიყვარს ცხოველები, კითხვა და ლუდი. ამ სფეროში ახალი ვარ და ჯერჯერობით ნაწერები არსად გამომიქვეყნებია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროის გასვლასთან ერთად განვვითარდები და ჩემი ნაწარმოებებიც უფრო ცნობადი გახდება.

სინოპსისი




ჩემი ნაწარმოები ჩემივე სიზმრებზეა აგებული. იგივე შედგება ურთიერთდაკავშირებული ისტორიებისგან, რომელიც იმ გმირის გარშემო იყრის თავს, რომელსაც პირველივე ნაწილში ეცნობით. მასში ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი ჩადის ქალაქში, სადაც მუდმივად წვიმს, პერიოდულად კი ტირილის ხმა ისმის და ცდილობს იპოვოს იდუმალი მოქანდაკე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი უფრო სერიოზულადაა ვიდრე თავიდან ეგონა. იგი მიზეზებში გარკვევას ცდილობს. ესაა რომანი ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც ხვდებიან არაჩვეულებრივ, მისტიურ გარემოსა თუ სიტუაციებში. გამოყენებულია ტრილერისა და საშინელებათა ჟანრის ელემენტები, მაგრამ რეალურად მოთხრობებში წამყვან როლს შინაგანი გრძნობები და კომპლექსები თამაშობს, ჩვენივე შიშები, ინტერესები და ამბიციები, სევდა, დაღლილობა და ამის მიუხედავად, მაინც მუდმივი სწრაფვა სიახლისაკენ.

400
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი