პირველი ტური (2019)
ჩემი მონათესავე სული
მარიამ მამულაშვილი 482
ბიოგრაფია


ავტორი, რომელსაც თქვენ ახლა გაიცნობთ, დაიბადა 1995 წლის 6 სექტემბერს. თუ კითხავთ წერა როდის დაიწყო, ვერ გეტყვით, რადგან ბავშვობიდან სულ წერს - ხან ლექსებს, ხან ჩანახატებს. მოკლედ რომ ვთქვათ - უყვარს წერა, ის პროცესი, როცა რეალობას წყდება და ცდილობს გამოგონილ პერსონაჟებს სული ჩაბეროს.
დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პროფესიით  ვარ სოციოლოგი. ჩემი სპეციალობა ადამიანებთან ურთიერთობების გარეშე წარმოუდგენელია და პირველ რიგში ეს მხიბლავს ამ საქმიანობაში. მომწონს ახალი ადამიანების გაცნობა და მათი საინტერესო ისტორიების მოსმენა. მჯერა სასწაულების და ვიცი რომ ოცნებები ხდება. მიყვარს ყველაფერი, რაც ადამიანს აბედნიერებს. ეს იქნება ოჯახი, მეგობრები, საყვარელი ადამიანი, მოგზაურობა, ახალი წიგნის კითხვა, საყვარელი მუსიკის მოსმენა თუ თუნდაც ცეკვა. ვფიქრობ, რომ ღიმილი საუკეთესო საშუალებაა რთული სიტუაციების განსამუხტად და ასევე ცხოვრებაში პოზიტიური დღეების შესაქმნელად.
და ბოლოს, თუ ვინმე არჩევანის წინაშე დამაყენებს - რომელ ერთ სიტყვას ვეტყოდი საყვარელ ადამიანებს ცხოვრების ბოლომდე, მე ავირჩევდი სიტყვას „მიყვარხარ“.




მაქვს კვლევა ჩატარებული „მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულება ევთანაზიის მიმართ - საქართველოს მაგალითზე“ . ეს კვლევა სტატიის სახით გამოქვეყნებულია იმფაქტფაქტორიან სამეცნიერო ჟურნალში  - “SAGE”. https://journals.sagepub.com/eprint/jKrIbUykMBK8A883U4Pn/full?fbclid=IwAR1KKy3HWifJfU3Xo3CA0nkB4AYVgIgryCQFpLDJ4CFaHQSFVkiyT8pPvUE

ინოპსისი




ნაწარმოები „ჩემი მონათესავე სული“ - ეს არის რომანი, სადაც შეხვდებით ორ მთავარ გმირს: ალის და ერეკლეს. რა საერთო აქვთ მათ? სამშობლო? სიყვარული?  ან რა განსხვავებაა მათ შორის? მანძილი? წლები? ეს ისტორია ეძღვნება ადამიანებს , რომლებსაც პირველ ცხოვრებაში სიყვარულში არ გაუმართლდათ, მაგრამ ეძლევათ მეორე შანსი, მეორე შანსი მონათესავე სულის სახით. ისინი ხელახლა იბადებიან და ახლიდან ცდილობენ იბრძოლონ სიყვარულისთვის.




ნაწარმოებში ასევე კარგად ჩანს სამშობლოდან შორს მყოფი ფერეიდნელი ქართველების ცხოვრება. ფერეიდნელი გურჯები, რომელთაც ენატრებათ და უყვართ, ოცნებობენ და იმედს არ კარგავენ, სწამთ და იბრძვიან გადარჩენისთვის. თუმცა ბედსიწერა მათ რას უმზადებს არ იციან, ისევე როგორც ეს 4 საუკუნის წინ მოხდა, როცა შაჰ-აბასმა ქართველი ქრისტიანები ირანში, დაუსახლებელ და ხრიოკიან ადგილზე - ფერეიდანის პროვინციებში გადაასახლა.




ჩვენ, დღევანდელ ქართველობას გვყავს მონათესავე სულები, რომლებიც რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, უცხო მიწაზე ცხოვრობენ. გვაქვს საერთო ენა და ტრადიციები, რაც ყველაზე ძვირფასია მათთვის და ჩვენთვისაც.
„ისეთი უცხო ბუნება ჰქონდა მარტყოფს - გაგაოცებდა და დაგაფიქრდება, როგორ შეიძლება გაუდაბნოებული, ხრიოკიანი მთები და მწვანედ მობიბინე მინდორი ერთად შესისხლხორცებულიყოს. იქაური ქართველები ამბობდნენ, რომ მარტყოფის ბუნება ძალიან ჰგავდა მათ ცხოვრებას. მათ სულშიც ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნაწილი არსებობდა, ორი სამშობლო - საქართველო და ირანი.“

482
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი