პირველი ტური (2019)
კოსმოსური სიმულაცია
თამარ გოგოლაძე 71
ბიოგრაფია

მე ვარ თამუნა გოგოლაძე, 29 წლის, პროფესიით ფსიქოლოგი. წიგნები და ამბები ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ფიქრისას ჩვევად მაქვს აზრები ისე დავაწყო, თითქოს მწერალი ვარ და მკითხველისთვის ვწერ, ყოველთვის ამას ვაკეთებ და ფურცელზე გადმოტანას ნაკლებად ვცდილობ ხოლმე, რადგან არ მომწონს  ის რაც ჩემი ცნობიერების ნაკადიდად ფურცელზე რჩება, თუმცა ყველაფერი გავარჯიშებადია, ამიტომ ბოლო დროს ვცდილობ მეტად დავწერო ის ყველაფერი, რაც დიდი ხანია "თავში მიტრიალებს".

ვმუშაობდი ფსიქოთერაპევტად ბავშვებთან, სამომავლოდ კი ვგეგმავ დავიწყო კერძო პრაქტიკა. ასევე ვსწავლობ გრაფიკულ დიზაინს, რადგან ვიზუალური ხელოვნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემში ისეთივე შთაგონებას იწვევს როგორც წიგნები. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ წიგნის ყდის დიზაინზეც ვიმუშავებ და ამისთვისაც ვიპოვი დროს, ეს ერთ-ერთი გზაა გავაერთიანო ორი რამ, რაც ძალიან მიყვარს - წიგნები და გრაფიკული დიზაინი.

წერა ჩემთვის საშუალებაა გავუზიარო ადამიანებს ჩემი გამოცდილება, რადგან მე თავად წლების განმავლობაში ხარბად ვიკვებებოდი სხვადასხვა ჟანრისა და მწერლის შემოქმედებით, საკუთარ თავთან ბევრი ბრძოლა მათი დახმარებით მოვიგე, შევიცვალე და გავიზარდე. მწერლები ჩემთვის საუკეთესო ჯადოქრები არიან, წერით კი ვცდილობ ცოტათი მაინც მივბაძო მათ და ამასთან ერთად მადლიერებაც გამოვხატო, რადგან მათი დამსახურებით სამყარო ჩემთვის მოსაწყენი ადგილი აღარაა, და ჩვეულებრივი ყოველდღიური შინაარსებს მიღმა არაჩვეულებრივი ისტორიების დანახვა ვისწავლე, იმედი მაქვს  ამის მკითხველისთვის გადმოცემა გამომივა.

სინოპსისი

ნაწარმოებში მთავარ ადგილს იკავებს მოქმედი გმირების ფსიქიკური რეალობა, მათი პიროვნული კონსტიტუცია, მსოფლმხედველობა, ცხოვრებისეული გამოცდილება, სურვილები, გრძნობები და შიშები, ასევე რამდენიმე პერსონაჟი წარმოადგენს სხვადასხვა ადამიანური გრძნობის განსხეულებას, მაგალითად სიყვარული და ბედნიერება გვევლინებიან როგორც მოქმედი გმირები, ცხოვრობენ ადმიანების გვერდით და იზიარებენ მათ ყოველდღიურობას.

მოქმედი პირების ისტორიებში ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე ადამიანის ცნობიერებისთვის დამახასიათებელ შინაარსებსა და განწყობებზე, ასევე ყოველდღიურ სიტუაციებზე და ჩანს ადამიანური გამოცდილების გადამუშავების შედეგად მიღებული დასკვნები, ადამიანურ გრძნობებსა და ტრავმულ გამოცდილებასთან გამკლავების მიდგომები. ნაწარმოების მიზანია, ადამიანებს შესთავაზოს ნაცნობი მოვლენების ხელახლა გააზრება და საკუთარი ცხოვრების, როგორც მთლიანი ისტორიის აღქმა, რაც გვეხმარება აღმოვაჩინოთ შეუმჩნეველი და ძვირფასი მომენტები ყოველდღიურ რუტინაშიც.




 

71
FB კომენტარები
გააკეთეთ კომენტარი